თუმცა როგორ მან აღნიშნა, აუცილებელია ასეთ შემთხვევაში დაცული იყოს სოციალური დისტანცია.
"დავრჩეთ სახლში, მაგრამ ხანდახან გამოვიდეთ ხოლმე იმიტომ, რომ გაზაფხულია, სუფთა ჰაერზე სეირნობა ძალიან კარგია...
ბავშვების გაყვანა გარეთ უკვე შეიძლება. ვიცი, რომ ძნელია მათი სახლში გაჩერება. მეუღლე მიყვებოდა, პარკში ნახა, ერთი ბავშვი გაიქცა და მეორეს ჩაეხუტა... დედები ცდილობდნენ ეს ბავშვები ერთმანეთს მოეწყვიტათ. ძნელი საყურებელია. სამწუხაროდ, ასეთ რეალობაში გვიწევს
ბავშვებიც და ჩვენც უნდა გავიდეთ სუფთა ჰაერზე, თუმცა ვეცადოთ სოციალური დისრტანცირება დავიცვათ. სადაც ხალხმრავლობა შეგხვდება, იქ ნუ ვისეირნებთ.
ანუ ვამკვიდრებთ ახალ სლოგანს: "ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება" - აღნიშნა იმნაძემ.