26 მარტი, 2020
"დამეწყო სახსრების ტკივილით, არც სურდო მქონდა, არც მახველებდა" - რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული, რომელიც ინფექციურში დედასთან და შვილებთან ერთად მკურნალობს
მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის მას­შტა­ბურ გავ­რცე­ლე­ბას გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით ებ­რძვის, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის, შინ დარ­ჩე­ნი­ლე­ბი კი გა­მუდ­მე­ბით ელი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის შე­სა­ხებ. kvirispalitra.ge-მ მო­ა­ხერ­ხა ექ­სკლუ­ზი­უ­რად ჩა­ე­წე­რა ინ­ტერ­ვიუ ახალ­გაზ­რდა ქალ­თან, რო­მე­ლიც ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრში კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­ულ ინ­ფექ­ცი­ას ებ­რძვის. უპირ­ვე­ლე­სად, მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დით მას, რომ ამ ვი­თა­რე­ბა­ში ინ­ტერ­ვი­უ­ზე დაგ­ვთან­ხმდა და სწრაფ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებთ მა­საც და კორ­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტსაც. ის მო­გიყ­ვე­ბათ, ახალ კო­რო­ნა­ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ას რა სიმპტო­მე­ბი ჰქონ­და უშუ­ა­ლოდ მის შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორ მი­დის მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი, რას გრძნობს
და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და ასე­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის გმი­რო­ბის ამ­ბებს. რეს­პონ­დენ­ტის კონ­ფი­დენ­ცი­უ­რო­ბა და­ცუ­ლია, სა­ხე­ლი კი - შეც­ვლი­ლი:

მა­რი­ა­მი:

- და­ა­ვა­დე­ბა და­მე­წყო უეც­რად სახ­სრე­ბის და კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლით, ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბით, არც ყელი მტკი­ო­და, არც მახ­ვე­ლებ­და, არც სურ­დო მქონ­და, მაგ­რამ დავ­კარ­გე ყნოს­ვი­სა და გე­მოს შეგ­რძნე­ბე­ბი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეს არის კო­რო­ნა­ვირუ­სის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიმპტო­მი. ეს და­ა­ვა­დე­ბა ტალ­ღი­სე­ბუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს - ორი დღე გაქვს და­ბა­ლი სი­ცხე, შემ­დე­გი ორი დღე არ გაქვს სა­ერ­თოდ, შემ­დე­გი ორი დღე მა­ღა­ლი სი­ცხით მი­დის, შემ­დე­გი დღე­ე­ბი პი­რა­დად მე უსი­ცხოდ მქონ­და, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს სჭირ­დე­ბა ძლი­ე­რი ნერ­ვე­ბი და ეს ხალ­ხი, ჩვე­ნი ექი­მე­ბი მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძე, ბა­ტო­ნი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე და ის ახალ­გაზ­რდე­ბი, ვინც გუნდში ჰყავთ, ნამ­დვი­ლად უნი­კა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, მე დე­დაც ავად მყავს, ისიც აქ გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას და ეს არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ, რა­საც ჩვე­ნი ექი­მე­ბი აკე­თე­ბენ.

- პა­ცი­ენ­ტი სრუ­ლი­ად მარ­ტოა ბოქ­სი­რე­ბულ პა­ლა­ტა­ში?

- სა­ერ­თოდ კი, მაგ­რამ ჩემს შემ­თხვე­ვა­ში მე და ჩემი შვი­ლი - გო­გო­ნა ერ­თად ვი­ყა­ვით. ცენ­ტრში რე­ა­ნი­მა­ცია ამ­ჟა­მად გან­კუთ­ვნი­ლია მხო­ლოდ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იმ პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, ვინც ამას სა­ჭი­რო­ებს. ამ­ჟა­მად იქ ჰყავთ 2 პა­ცი­ენ­ტი, აქე­დან ერთ-ერთი დე­და­ჩე­მია.

- ახ­სე­ნეთ, რომ ექი­მე­ბი მო­რა­ლუ­რა­დაც ძა­ლი­ან უდ­გა­ნან პა­ცი­ენ­ტებს გვერ­დში...

- ნამ­დვი­ლად ასეა, ექი­მებ­ზე მინ­და და­წე­როთ, იმი­ტომ რომ ესე­თი ექი­მე­ბი არი­ან ძა­ლი­ან ცო­ტა­ნი, დე­და­ჩე­მი ამ­ჟა­მად წევს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში და გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე ანა ლა­ღი­ძე­დან და­წყე­ბუ­ლი, დე­და­ჩე­მის პი­რა­დი ექი­მით ბა­ტო­ნი სერ­გო კვა­რა­ცხე­ლი­ა­თი ყუ­რებ­ზე დგა­ნან, ასე­თი ყუ­რა­დღე­ბა არ­სად მი­ნა­ხავს, უფა­სოდ თუ ვინ­მე რა­მეს აკე­თებ­და, არც მე­გო­ნა, ექთ­ნე­ბიც ასე­თე­ბი ჰყავთ. დედ­აჩე­მი შე­მო­ვი­და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში წინა ორ­შა­ბათს, უკვე მე­ო­რე კვი­რაა, მკურ­ნა­ლო­ბას გავ­დი­ვართ. მე ბა­ტონ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ და მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძემ მომ­ცეს უფ­ლე­ბა, რომ ბოქ­სი­რე­ბუ­ლი პა­ლა­ტი­დან რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გად­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მათ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს დე­და­ჩე­მის ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სტა­ტუ­სი, ასა­კობ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი, - შენ­თან ერ­თად იქ­ნებ უფრო გა­მო­ჯან­მრთელ­დე­სო, ამი­ტომ მომ­ცეს უფ­ლე­ბა, რომ დე­დას­თან ერ­თად ვიყო. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე წა­ვი­და და თა­ვის სახ­სრე­ბით უყი­და დე­დას წა­მა­ლი, ვიდ­რე წა­მალს შე­მოგ­ვიგ­ზავ­ნიდ­ნენ... წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, - არ დაგ­ვიგ­ვი­ან­დე­სო და თა­ვის ფე­ხით წა­ვი­და სა­ყიდ­ლად, ასე უვ­ლის ყვე­ლა თა­ვის პა­ცი­ენტს, ზედ ჰყვე­ბა... სა­ოც­რად თავ­და­დე­ბუ­ლი ექი­მე­ბი გვყავს და სამ­წუ­ხა­რო იცით რა არის? ეს ყვე­ლა შე­ნო­ბა, რაც ე.წ. ინ­ფექ­ცი­უ­რის ტე­რი­ტო­რა­ზე დგას, გა­ყი­დუ­ლია, ამ ხალ­ხს - ინ­ფექ­ცი­უ­რის უნი­კა­ლურ ექი­მებს ქუ­ჩა­ში დარ­ჩე­ნა ემუქ­რე­ბათ, ამის დაშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა! წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS