21 მარტი, 2020
ტოპ 5 ფილმი პანდემიაზე, რომელიც უნდა ნახოთ
უკვე გაიგებდით, რომ ახალი კორონავირუსი მსოფლიოს მოედო და ჩინეთის ქალაქ უხანში დაწყებული ეპიდემია ახლა 160-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. მან პანდემიური საფრთხეც კი მიიღო.

თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფი მოსახლეობა გართობასა და დროის გაყვანას პაზლების აწყობით, წიგნების კითხვითა და ახალ-ახალი ექსპერიმენტებით ცდილობს, თუმცა, გართობის კიდევ ერთი საოცარი საშუალება უნდა გაგანდოთ. კარგად მოკალათდით, პოპკორნი მოიმარაგეთ და ეპიდემიაზე საუკეთესო ფილმების სანახავად მოემზადეთ.

მსოფლიოში ვირუსზე, კარანტინსა თუ ეპიდემიაზე მართლაც რომ ათასობით ფილმი გადაუღიათ, თუმცა საუკეთესო მათგან სულ რამდენიმეა.
გთავაზობთ 5
ფილმს ეპიდემიაზე, რომელიც თითიზოლაციაში ან კარანტინში ყოფნისას აუცილებლად უნდა ნახოთ.

1. ხუთეულის პირველი ადგილი დაუფიქრებლად ფილმ „ინფიცირებას“ CONTAGION-ს უნდა დავუთმოთ. კინოინდუსტრიის ისტორიაში ეს ფილმი ერთ-ერთი ყველაზე რეალური სიუჟეტის მქონე ფილმია. მოქმედება ამერიკაში ვითარდება და ამოუცნობი ტიპის ვირუსი, გრიპის სიმპტომებით, მალე აინფიცირებს ჯერ ამერიკის მოსახლეობას, შემდეგ კი მსოფლიოს. სამედიცინო საზოგადოება ვირუსით გამოწვეული პანიკის შემცირებას ცდილობს, თუმცა, ვაქცინის გამოგონებამდე ყველაფერი უსაფუძვლოა, პანდემიას ათასობით ადამიანი ეწირება, პანიკა კი ნელ-ნელა უფრო იზრდება.


Rating

2. რა ემართება ადამიანს მაშინ, როდესაც მის ტვინში ვირუსი აღწევს? ფილმი „მოვლენა“ The Happening ამერიკაში დატრიალებულ მორიგ ტრაგედიაზეა, ნიუ-იორკში, "ცენტრალ პარკში" დაწყებული ქაოსი წამის მეასედებში მსოფლიო საფრთხედ იქცევა. ამოუცნობი ვირუსი ადამიანის ტვინში აღწევს და თავის მოკვლისკენ უბიძგებს მას. ბუნების მასწავლებელი, მისი მეუღლე და პატარა გოგონა ვირუსთან გამკლავებას ცდილობენ, თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივია... აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმი ცნობილი მწერლის, სტივენ კინგის რომანის მიხედვითაა შექმნილი. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS