21 მარტი, 2020
ეპიდემიის მეორე მხარე: იხვები რომის შადრევანში, თევზები ვენეციის არხში და სუფთა ჰაერი
კორონავირუსის ეპიდემიამ მსოფლიოს ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეცვალა. დაიკეტა საზღვრები, ხალხი ნაკლებად დადის ქუჩაში და შეანელა ტექნიკური პროგრესი. ხალხი ახლა მხოლოდ საკუთარი და ახლობლების ჯანმრთელ მომავალზე ზრუნავს.

ცვლილებები მოხდა ფაუნაშიც, ტრანსპორტსა და ქუჩაში ხალხის ნაკლებობის შემდეგ, ფაუნის წარმომადგენლები დაბრუნდნენ იქ, სადაც მრავალი წლის განმავლობაში არავის შეუნიშნავს.

Лебеди в Венеции

ვენეციის მოსახლეობამ შექმნა ჯგუფი „სუფთა ვენეცია“, რომელიც მოგვითხრობს იმის შესახებ, როგორ შეიცვალა ქალაქის ცხოვრება კორონავირუსის გავრცელების შემდეგ. არხებში თევზები დაბრუნდნენ, რომის შადრევანში იხვები ცურავენ, გედები მოფრინდნენ, ვენეციის არხში კი თევზები
გაჩნდნენ, წყალი უჩვეულოდ გასუფთავდა, რადგან იქ გონდოლები აღარ დადის.

Венеция
უდაოა ჰაერის გასუფთავებაც. ქალაქებში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

ყველაზე სუფთა ჰაერი ჩინეთშია, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა. ეს ცვლილება ნასას და ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრებმა დააფიქსირეს. ტოქსიკური ღრუბელი თითქმის გამქრალია.

Утки в Риме

შენელდა ასევე ციმბირის ტყის გაჩეხვა და რუსული ხის ექსპორტი. გველები, ირმები, გარეული ღორები, მაიმუნები და სხვა გარეული ცხოველები გამოჩნდნენ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ცარიელ ქუჩებში. სარდინიაში, კერძოდ კალიარიის პორტში კი დელფინები მიცურდნენ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS