საყვარელს - მხოლოდ მის მეგობრებთან ერთად.
მეგობარს - დაბადების დღეზე სიურპრიზებისა და საჩუქრების გაკეთება უყვარს.
საყვარელი - დაძაბული ელოდება იმ დღეს. მას სურს გაჩუქოს ისეთი რამ, რომელიც შენდამი
მის დამოკიდებულებას გამოამჟღავნებს.
მეგობარი - პატიოსნად გეტყვის, რომ ცუდად გამოიყურები.
საყვარელი - გულში ჩაიდებს და გაჩუმდება. რამდენიმე დღის მერე კი ამაზე უკბილოდ იხუმრებს.
მეგობარი - ნახევარი სიტყვითაც გიგებს.
საყვარელი - თითქოს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობთ.
მეგობარი - ვერ ამჩნევს, თქვენ ორში პირველი
საყვარელი - პროფილაქტიკურ პაუზებს აკეთებს. თუ შენ თვითონ ურეკავ, შენთვის უარესი.
მეგობარი - ყველა თავის ნაცნობთან წაგიყვანს.
საყვარელი - გულმოდგინედ იცავს თავის ტერიტორიას.
მეგობარი - პოტენციურ კავალრებს გაგაცნობს.
საყვარელი - მხოლოდ ისეთებს, რომელთა დანახვაზე სიბრალულით გული აგიჩუყდება.
მეგობარი - როცა რამე მოხდება, გასამხნევებლად შენთან გამორბის.
საყვარელი - უხეშად გეტყვის, რომ სულელური შეკითხვებით გულს უწყალებ.
მეგობარი - შენთან ერთად აწყობს გეგმებს.
საყვარელი - თავისი გეგმებიდან გაძევებს.
მეგობარმა - შენზე პრაქტიკულად ყველაფერი იცის.
საყვარელი - შეუმჩნევლად დარჩენას ამჯობინებს.
მეგობარი - შენი გამჭრიახობით აღფრთოვანებულია.
საყვარელი - შენი გეოგრაფიული უვიცობით აღშფოთებულია.
მეგობარი - უცნობებს შორის შენთან ერთად მხიარულობს.
საყვარელი - უცნობ კომპანიაში საავდრო ღრუბელივით ბნელია.
მეგობარი - შენთან წაკინკლავების მეორე დღეს ისე ჭიკჭიკებს, თითქოს არაფერი მომხდარა.
საყვარელი - აბა, გაბედე მისი გალანძღვა!