სინამდვილეში, რა დგას "ლოლიტას" ისტორიის უკან, ეს მწერლის ფანტაზიის ნაყოფია თუ მხატვრულად აღწერილი სხვისი ცხოვრება? ეს კითხვა ნაბოკოვის ბიოგრაფიასა და ლიტურატურულ ნაწარმოებს მუდმივად გასდევს თან.
თავად ნაბოკოვმა ისტორიის რაიმე დეტალის გამხელასა და განხილვაზეც კი უარი განაცხადა. ეს მხოლოდ "ლოლიტას" არ ეხება, მსგავსი კატეგორიული აკრძალვა ავტორმა სხვა
წიგნებზეც დააწესა.
სარა უაინმანი პირველი
სალი ჰორნერის ისტორია
1948 წლის 13 ივნისს, 11 წლის სკოლის მოსწავლე, სალი ჰორნერი ნიუ-ჯერსის შტატში, ქალაქ კემდენში, მაღაზიაში შევიდა და 5 ცენტის ღირებულების წიგნი მოიპარა, თანაკლასელის "მაგიურ" წრეზე დასასწრებად ბილეთი რომ შეეძინა. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს ნაბიჯი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდებოდა.
წიგნი ჩანთაში ჩაიდო და გასასვლელისკენ სწრაფად წავიდა. მაგრამ კართან ვიღაცამ მჭიდროდ ჩაავლო ხელი. გოგონამ დაინახა მაღალი, დაახლოებით 50 წლის მამაკაცი, სახეზე იარით: "FBI-ის აგენტი ვარ, - განცხადა მან, - დაკავებული ხარ".
სალის რეაქცია იყო ისეთი, როგორიც იქნებოდა სხვების, მსგავს სიტუაციაში - შიშისა და სირცხვილისგან ტიროდა.
კაცმა გოგონა მაღაზიიდან გამოიყვანა და მერიასთან, ქალაქის ყველაზე მაღალ და საშიშ შენობასთან, მიიყვანა.
"გაგიმართლა, - უთხრა მან. - მე არც პოლიციაში წაგიყვან და არც გამოსასწორებელ კოლონიაში, თუმცა, დროდადრო მხოლოდ მე და შენ შევხვდებით ერთმანეთს და შენსავე საქციელზე მომიყვები."
კაცმა რამდენიმე დღის შემდეგ გოგონას სკოლაში მიაკითხა და უთხრა, რომ მეზობელ ატლანტიკ-სითიში უნდა წაეყვანა დასაკითხად. იმისათვის რომ დედას არ შეშინებოდა, მისთვის უცნობი მამაკაცი თანაკლასელის მამად უნდა გაეცნო, რომელთან ერთადაც ზღვაზე მიდიოდა დასასვენებლად.
სალის ძალიან შეეშინდა, დედა დასთანხმდა, იმიტომ რომ მატერიალურად უჭირდათ და გაუხარდა, თუ ვინმე ქალიშვილის დასვენებაზე უფასოდ იზრუნებდა.გაგრძელება