17 თებერვალი, 2020
დეკანოზმა დიმიტრიმ სამოქალაქო ქორწინებაში მყოფ ქალებს უფასო მეძავები უწოდა
რამდენიმე დღის წინ, რუსი მღვდელი, დეკანოზი დიმიტრი სმირნოვი სკანდალში გაეხვა.

დეკანოზმა ის ქალები გააკრიტიკა, რომლებიც მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებიან. მისი თქმით, ასეთ ქალებს ცოლებად არ თვლის.

"მათ არ სურთ უფასო მეძავები ერქვათ, ამიტომ ამბობენ, რომ სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებიან", - განაცხადა დეკანოზმა.

სასულიერო პირის ამ განცხადებას უამრავი რუსი მანდილოსანი გამოეხმაურა, ისინი დეკანოზისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

თუმცა, სმირნოვი არ თვლის, რომ ბოდიში აქვს მოსახდელი.

"რისთვის უნდა მოვიხადო ბოდიში,
მეძავი ლიტერატურული სიტყვაა და შეურაცხმყოფელს ამ სიტყვაში ვერ ვხედავ. მე ზოგადად სამოქალაქო ქორწინებაზე ვისაუბრე", - განაცხადა დეკანოზმა და ვისი განცხადებებიც მწვავედ მოეჩვენა, აპირებს, მათ უჩივლოს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS