13 თებერვალი, 2020
„თუ ყავა ისეა დამუშავებული, რომ არ ვიცით, რა შემადგენლობა აქვს, უმჯობესია საერთოდ არ მივიღოთ“, - კარდიოლოგი ალექსანდრე საბეკია
ყა­ვის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უამ­რა­ვი კვლე­ვა არ­სე­ბობს. კვლე­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ახ­ლაც გრძელ­დე­ბა. ექი­მებს, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი კარ­დი­ო­ლო­გებს, ყა­ვის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­ან­თი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვთ.

ისი­ნი პა­ცი­ენ­ტის მოდ­გო­მა­რე­ო­ბის გან­ხილ­ვი­სას, ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ მისი მოხ­მა­რე­ბის სიხ­ში­რეს, კო­ფე­ი­ნის ნორ­მას და პრო­დუქ­ტის ხა­რისხს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე, რო­გორც მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში, ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა დღეს ყა­ვით იწყებს. ბევ­რი ჩვენ­გა­ნის­თვის გაღ­ვი­ძე­ბა ამ მა­ცო­ცხლე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ექი­მე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზი­ა­ნის შე­სამ­ცი­რებ­ლად ნა­ტუ­რა­ლუ­რი ყა­ვის მი­ღე­ბას გვირ­ჩე­ვენ.

კონ­კრე­ტუ­ლად, რა ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ყავა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე და არის თუ
არა მავ­ნე­ბე­ლი ხსნა­დი ყა­ვის მოხ­მა­რე­ბა, ამის შე­სა­ხებ კარ­დი­ო­ლოგ ალექ­სან­დრე სა­ბე­კი­ას ვე­სა­უბ­რეთ.

ზო­გა­დად, რა გავ­ლე­ნა აქვს ორ­გა­ნიზ­მზე ყა­ვის მოხ­მა­რე­ბას?

ზო­გა­დად, ყა­ვის თუ ჩაის მოხ­მა­რე­ბა, მა­ტო­ნი­ზი­რე­ბე­ლი მცე­ნა­რე­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა ხში­რად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია დაღ­ლილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ადა­მი­ა­ნის ტო­ნუ­სის მო­მა­ტე­ბას­თან.

ყავა მცე­ნა­რე­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ­ლის ყვე­ლა თვი­სე­ბა ძა­ლი­ან კარ­გადაა ცნო­ბი­ლი.

ყა­ვის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი კვლე­ვა არ­სე­ბობს. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვე­ლი არის „კო­ლო­რა­დოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ კვლე­ვა, რო­მე­ლიც 1940 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს. კვლე­ვე­ბით მტკიც­დე­ბა, რომ ჯან­მრთელ ადა­მი­ა­ნებ­ში ნა­ტუ­რა­ლუ­რი ყა­ვის მოხ­მა­რე­ბა სა­გან­გა­შოდ არ მი­იჩ­ნე­ვა და არის სა­უ­ბა­რი, რომ ის ამ­ცი­რებს ინ­სულ­ტი­სა და გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის რისკს, აუმ­ჯო­ბე­სებს გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და ა.შ. ეს კვლე­ვე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად ქვეყ­ნდე­ბა, მაგ­რამ არის კვლე­ვე­ბი, რო­მე­ლიც და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ში ყა­ვის მოხ­მა­რე­ბას კრძა­ლავს, გან­სა­კუთ­რე­ბით ხსნა­დი ყა­ვის მი­ღე­ბას, თუ პა­ცი­ენ­ტი მიდ­რე­კი­ლია არით­მი­ი­სა და არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ის­კენ, ასე­ვე თუ აწუ­ხებს გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

უცხო­ურ მე­დი­ა­ში ხში­რად ქვეყ­ნდე­ბა სტა­ტი­ე­ბი ხსნა­დი ყა­ვის სა­ეჭ­ვო შემ­ცვე­ლო­ბი­სა და მისი და­ბა­ლი ხა­რის­ხის შე­სა­ხებ. თქვენ რო­გორც ექი­მი, რა მო­საზ­რე­ბის ხართ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

რა თქმა უნდა, უმ­ჯო­ბე­სია, ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტი მო­ვიხ­მა­როთ. ხსნად ყა­ვას აქვს სხვა­დას­ხვა შემ­ცვე­ლო­ბა, ძი­რი­თა­დად ის სო­ი­ო­თი მზად­დე­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ ადუ­ღე­ბუ­ლი სოიო მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­სარ­გებ­ლო არ უნდა იყოს. ყა­ვას თუ სვამ, ნამ­დვი­ლი ყავა უნდა და­ლიო და არა სო­ი­ოს ნა­ხარ­ში.

ჩემი პა­ცი­ენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რომ­ლე­ბიც ნა­ტუ­რა­ლუ­რი ყა­ვის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არი­ან, რო­დე­საც ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ არის, ვე­უბ­ნე­ბი-ხოლ­მე, რომ შე­უძ­ლია, დღე­ში 1 ან ორი ფინ­ჯა­ნი ნა­ტუ­რა­ლუ­რი, ხა­რის­ხი­ა­ნი ყა­ვის მი­ღე­ბა გა­აგ­რძე­ლოს.

არ­სე­ბობს ყა­ვის კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი, რო­მე­ლიც კო­ფე­ინს არ შე­ი­ცავს. მე სულ ვამ­ბობ, რომ ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ მი­ი­ღონ უკო­ფე­ი­ნო ყავა, თუ მათ მოს­წონთ გემო, რო­გორც მა­გა­ლი­თად, მი­ირ­თმე­ვენ უალ­კოჰო­ლო ლუდს, თუ ალ­კოჰო­ლი აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ.

რა ტი­პის ყა­ვის მი­ღე­ბაა უმ­ჯო­ბე­სი? ასე­ვე, რა ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს და­ბა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტი ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე?

თუ ადა­მი­ა­ნი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლია და სვამს ნა­ტუ­რა­ლურ ყა­ვას, ეს პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს. ისე­ვე, რო­გორც ერთი ჭიქა ღვი­ნოს მი­ღე­ბა სა­სარ­გებ­ლოა, თუ არ გაქვს გა­და­ტა­ნი­ლი ჰე­პა­ტი­ტი, კუჭ-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბა, ყავა სა­სარ­გებ­ლოა, კარ­გია, მაგ­რამ უნდა მი­ვი­ღოთ ხა­რის­ხი­ა­ნი და ზო­მი­ე­რად.

ამას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დეთ შე­მად­გენ­ლო­ბა. შე­იძ­ლე­ბა, ეწე­როს რომ ყა­ვაა, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, კაც­მა არ იცის, რა შე­მად­გენ­ლო­ბა აქვს. პირ­ვე­ლი და მთა­ვა­რი მა­ინც არის ხა­რის­ხი, სა­ი­და­ნაც გა­მომ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლა­ფე­რი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS