სულიერი განვითარების თვალსაზრისით, თევზები გაცილებით უფრო მაღლა დგას ვერძთან შედარებით. მას გაცილებით უფრო მეტი ესმის, იგი გაცილებით უფრო მეტს გრძნობს და ამის გამო შეიძლება დაიტანჯოს. ვერძის ზედაპირულობა მას ცოტათი ღლის, შეიძლება ეჩვენებოდეს, რომ საკმარისს ვერ იღებს, ვერძს კი პირიქით თევზის სიღრმეებამდე ჩასვლა უჭირს და აზრიდან გადადის, რომ ვერ ხვდება, რას აკლებს მას. ამ ურთიერთობაში თევზი უფრო მეტს გასცემს ვიდრე მიიღებს, იმიტომ კი არა, რომ ვერძი ბოროტად ისარგებლებს მისი სიკეთით, იმიტომ რომ ვერძის
კურო და თევზები
ორივე ძალიან თბილი და პარტნიორისთვის სიამოვნებისა და სიხარულის მინიჭებაზე ორიენტირებული ადამიანია. მათ კარგად შეუძლიათ თანაგრძნობა, ერთმანეთის გვერდში დგომა, თან თევზს ცოტა მატერიალურ სამყაროში გარკვევა უჭირს, რაშიც კურო ძალიან დაეხმარება, კუროს კი ემოციური თვალსაზრისით, მუდმივად ექნება გარანტირებული მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, გაუგებრობები აქაც იქნება, ერთი პრაგმატული არსებაა, მეორეს ღრუბლებში აქვს თავი, ერთი სტაბილურია, მეორე ცვალებადი, თუმცა, სწორედ ამითი ისინი ერთმანეთს ავსებენ და თუ ამის გაცნობიარებას ახერხებენ, ძალიან დამამაშვიდებლად მოქმედებენ ერთმანეთზე. თევზისთვის კურო ძლიერი დასაყრდენი იქნება და კუროც დააფასებს თევზის მზრუნველ ბუნებას და ყურადღებიანობას.
ტყუპები და თევზები
პოეტისა და რეპორტიორის შეხვედრა. პოეტის, რომელსაც საშინლად აღიზიანებს, როცა ვინმეს სულში უფათურებს ხელებს, რეპორტიორი კი ტყვიამფრქვევივით ისვრის შეკითხვებს. გარედან ალბათ რესპონდენტი მოეჩვენებათ ჩაგრული მავანთ, მაგრამ არც რეპორტიორს ადგება კარგი დღე. ეს რთული კავშირია. ხომ ორივე ცვალებადი, ხომ ორივე მოქნილია, ხომ ორივე ხელიდან სხლტება, იმდენად "რაკ და შუკა" სიტუაციაში ხვდებიან, ხშირად ტყუილი წყლის ნაყვაა ყველაფერი, მაგრამ მათ ხომ წყლის ნაყვა მოსწონთ?
ურთიერთობის საწყის ეტაპზე ეგებ კიდეც გაუგონ ერთმანეთს, ეგებ კიდეც დამეგობრდნენ, მაგრამ თანაცხოვრება ცოტა უჭირთ, რადგან ტყუპებს დაყვინთვა უჭირთ, თევზებს კი - ფრენა. ისინი სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ და სწორედ ამიტომ იშვიათად კვეთს ხოლმე მათი ცხოვრების გზები ერთმანეთს, მაგრამ თუ გადაკვეთა, უჩვეულო მიზიდულობაც შეიძლება წარმოიქმნას და იწყება ჭადრაკის თამაში - ორი ბლეფზე მოთამაშის, ფანტაზიორი და გაქნილი მატყუარას შერკინება, რაც არც ისე ადვილია, მაგრამ უდავოდ ძალიან საინტერესო. წაიკითხეთ სრულად