11 თებერვალი, 2020
როგორ ეწყობა თევზები ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვის ესმის მისი უსიტყვოდ და ვინ არის საუკეთესო პარტნიორი
ვერ­ძი და თევ­ზე­ბი
სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, თევ­ზე­ბი გა­ცი­ლე­ბით უფრო მაღ­ლა დგას ვერძთან შე­და­რე­ბით. მას გა­ცი­ლე­ბით უფრო მეტი ეს­მის, იგი გა­ცი­ლე­ბით უფრო მეტს გრძნობს და ამის გამო შე­იძ­ლე­ბა და­ი­ტან­ჯოს. ვერ­ძის ზე­და­პი­რუ­ლო­ბა მას ცო­ტა­თი ღლის, შე­იძ­ლე­ბა ეჩ­ვე­ნე­ბო­დეს, რომ საკ­მა­რისს ვერ იღებს, ვერძს კი პი­რი­ქით თევ­ზის სიღ­რმე­ე­ბამ­დე ჩას­ვლა უჭირს და აზ­რი­დან გა­და­დის, რომ ვერ ხვდე­ბა, რას აკ­ლებს მას. ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში თევ­ზი უფრო მეტს გას­ცემს ვიდ­რე მი­ი­ღებს, იმი­ტომ კი არა, რომ ვერ­ძი ბო­რო­ტად ისარ­გებ­ლებს მისი სი­კე­თით, იმი­ტომ რომ ვერ­ძის
ბუ­ნე­ბაა ასე­თი. გარ­და ამი­სა, თევ­ზი ძა­ლი­ან ად­ვი­ლად მო­წყვლა­დია, მგრძნო­ბი­ა­რე, ხში­რად სწყინს ვერ­ძის უტაქ­ტო გა­მოხ­ტო­მე­ბი და უყუ­რა­დღე­ბო­ბა. თუკი მო­ა­ხერ­ხე­ბენ ერ­თმა­ნე­თის ბუ­ნე­ბის შეს­წავ­ლას, ის­წავ­ლი­ან კომ­პრო­მისს და მი­ი­ღე­ბენ ერ­თმა­ნეთს ისეთს, რო­გო­რე­ბიც არი­ან, ძა­ლი­ან შე­ავ­სე­ბენ ერ­თმა­ნეთს. თევ­ზებს ძლი­ე­რი და ცხოვ­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ესა­ჭი­რო­ე­ბა გვერ­დით, ვერძს კი ცოტა რბი­ლი და დამთმო­ბი ტი­პა­ჟი. მოკ­ლედ, მთა­ვა­რი მონ­დო­მე­ბაა და ქადა ორი­ვე ხე­ლით იჭ­მე­ვა!

კურო და თევ­ზე­ბი
ორი­ვე ძა­ლი­ან თბი­ლი და პარტნი­ო­რის­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბი­სა და სი­ხა­რუ­ლის მი­ნი­ჭე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. მათ კარ­გად შე­უძ­ლი­ათ თა­ნაგ­რძნო­ბა, ერ­თმა­ნე­თის გვერ­დში დგო­მა, თან თევზს ცოტა მა­ტე­რი­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში გარ­კვე­ვა უჭირს, რა­შიც კურო ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა, კუ­როს კი ემო­ცი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, მუდ­მი­ვად ექ­ნე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა. რა თქმა უნდა, გა­უ­გებ­რო­ბე­ბი აქაც იქ­ნე­ბა, ერთი პრაგ­მა­ტუ­ლი არ­სე­ბაა, მე­ო­რეს ღრუბ­ლებ­ში აქვს თავი, ერთი სტა­ბი­ლუ­რია, მე­ო­რე ცვა­ლე­ბა­დი, თუმ­ცა, სწო­რედ ამი­თი ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ავ­სე­ბენ და თუ ამის გაც­ნო­ბი­ა­რე­ბას ახერ­ხე­ბენ, ძა­ლი­ან და­მა­მაშ­ვი­დებ­ლად მოქ­მე­დე­ბენ ერ­თმა­ნეთ­ზე. თევ­ზის­თვის კურო ძლი­ე­რი და­საყ­რდე­ნი იქ­ნე­ბა და კუ­როც და­ა­ფა­სებს თევ­ზის მზრუნ­ველ ბუ­ნე­ბას და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნო­ბას.

ტყუ­პე­ბი და თევ­ზე­ბი

პო­ე­ტი­სა და რე­პორ­ტი­ო­რის შეხ­ვედ­რა. პო­ე­ტის, რო­მელ­საც სა­შინ­ლად აღი­ზი­ა­ნებს, როცა ვინ­მეს სულ­ში უფა­თუ­რებს ხე­ლებს, რე­პორ­ტი­ო­რი კი ტყვი­ამფრქვე­ვი­ვით ის­ვრის შე­კი­თხვებს. გა­რე­დან ალ­ბათ რეს­პონ­დენ­ტი მო­ეჩ­ვე­ნე­ბათ ჩაგ­რუ­ლი მა­ვანთ, მაგ­რამ არც რე­პორ­ტი­ორს ად­გე­ბა კარ­გი დღე. ეს რთუ­ლი კავ­ში­რია. ხომ ორი­ვე ცვა­ლე­ბა­დი, ხომ ორი­ვე მოქ­ნი­ლია, ხომ ორი­ვე ხე­ლი­დან სხლტე­ბა, იმ­დე­ნად "რაკ და შუკა" სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ხვდე­ბი­ან, ხში­რად ტყუ­ი­ლი წყლის ნაყ­ვაა ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ მათ ხომ წყლის ნაყ­ვა მოს­წონთ?

ურ­თი­ერ­თო­ბის სა­წყის ეტაპ­ზე ეგებ კი­დეც გა­უ­გონ ერ­თმა­ნეთს, ეგებ კი­დეც და­მე­გობ­რდნენ, მაგ­რამ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ცოტა უჭირთ, რად­გან ტყუ­პებს დაყ­ვინ­თვა უჭირთ, თევ­ზებს კი - ფრე­ნა. ისი­ნი სხვა­დას­ხვა სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რო­ბენ და სწო­რედ ამი­ტომ იშ­ვი­ა­თად კვეთს ხოლ­მე მათი ცხოვ­რე­ბის გზე­ბი ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ თუ გა­დაკ­ვე­თა, უჩ­ვე­უ­ლო მი­ზი­დუ­ლო­ბაც შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იქ­მნას და იწყე­ბა ჭად­რა­კის თა­მა­ში - ორი ბლეფ­ზე მო­თა­მა­შის, ფან­ტა­ზი­ო­რი და გაქ­ნი­ლი მა­ტყუ­ა­რას შერ­კი­ნე­ბა, რაც არც ისე ად­ვი­ლია, მაგ­რამ უდა­ვოდ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS