04 თებერვალი, 2020
რომის პაპმა საკუთარ სასახლეში უსახლკაროთა თავშესაფარი გახსნა
პაპმა ფრანცისკემ საკუთარი სასახლის ნაწილი უპატრონო და მიუსაფარ ადამიანებს დაუთმო. სასახლის კარი ათეულობით ადამიანისთვის გაიხნა და ახლა აქ 50 უსახლკარო ცხოვრობს.

53 წლის ბენეფიციარის, მარიო ბრეცას თქმით, ის სასახლეში თავს კომფორტულად გრძნობს.

„აქ ისე ვარ, თითქოს საკუთარ სახლში ვიყო. ეს სახლი არ ჰგავს სხვა საერთო საცხოვრებლებს, სადაც თავს ცხოველად ვგრძნობდი, მაქვს ჩემი ოთახი, აბაზანა და საწოლი“, - აცხადებს ბრეცა.

მარიო ბრეცას ფეხი აქვს ამპუტირებული, რის გამოც კომპენსაციის სახით, ყოველთვიურად 300 დოლარს იღებს.

Image: A Vatican palace that has been turned into a homeless shelter

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS