03 თებერვალი, 2020
როგორია თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი - ამ პერიოდში შეიძლება თქვენთვის გაიხსნას "დახურული კარი"
იან­ვრის და­ბ­ნე­ლე­ბი­სა და პლა­ნე­ტებს შო­რის და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტე­ბის შემ­დეგ, თე­ბერ­ვა­ლი ამო­სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, თუმ­ცა, სა­ტურ­ნი­სა და პლუ­ტო­ნის შე­ერ­თე­ბა მა­ინც აქ­ტუ­ა­ლუ­რია. პლა­ნე­ტა­რულ­მა ენერ­გი­ებ­მა, რომ­ლებ­მაც წლის ბო­ლოს და­ი­წყეს ამოქ­მე­დე­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო, გლო­ბა­ლურ და ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეც იქო­ნი­ეს გავ­ლე­ნა. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, გა­მოვ­ლინ­და კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბა, ზო­გი­ერ­თში - სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბა. თე­ბერ­ვა­ლი გვაძ­ლევს ახალ ენერ­გი­ებ­თან ადაპ­ტი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. გარ­და ამი­სა, სა­სი­ხა­რუ­ლო დღე წელს ერ­თით მეტი გვექ­ნე­ბა, აქვე და­ბა­დე­ბის დღეს გი­ლო­ცავთ ყვე­ლას, ვინც 29 თე­ბერ­ვალს და­ი­ბა­დეთ.

თე­ბერ­ვა­ლი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, გან­ვა­ვი­თა­როთ პრო­ე­ტე­ბი, ამოვხსნათ და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც
ცოტა ხნის წინ ჩიხ­ში შე­ვი­და. უნდა ვი­მოქ­მე­დოთ ფრთხი­ლად და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ. მთა­ვარს უნდა და­ვუქ­ვემ­დე­ბა­როთ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი და ა.შ. თვის პირ­ვე­ლი დე­კა­და კარ­გი პე­რი­ო­დია სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და წა­მო­წყე­ბე­ბის­თვის. და­ნარ­ჩე­ნი ორი - გვაძ­ლევს გან­ვი­თა­რე­ბი­სა და უკვე და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

თე­ბერ­ვალ­ში ინ­ტუ­ი­ცია და ლო­გი­კა ერ­თმა­ნეთ­თან უნდა და­ვა­მე­გობ­როთ. იდე­ე­ბი რე­ა­ლო­ბას არ უნდა იყოს მო­წყვე­ტი­ლი. უპი­რა­ტე­სო­ბა უნდა მი­ვა­ნი­ჭოთ იმ საქ­მე­ებს, რო­მე­ლიც მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის. იყა­ვით პრაგ­მა­ტუ­ლე­ბი, გა­აზ­რე­ბუ­ლე­ბი, ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მე, პრო­ექ­ტი თუ და­ვა­ლე­ბა დე­ტა­ლუ­რად უნდა გქონ­დეთ გა­აზ­რე­ბუ­ლი და გათ­ვლი­ლი.

3 თე­ბერ­ვა­ლი - პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­დის. ამ პე­რი­ო­დი­დან მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ თქვენს გრძნო­ბებ­სა და ასო­ცი­ა­ცი­ებს, კავ­ში­რებს, მი­მოს­ვლებს, საქ­მე­ებს.
16 თე­ბერ­ვა­ლი - პლა­ნე­ტა მარ­სი გა­და­დის თხის რქის ზო­დი­ა­ქო­ში. ხოლო 16 თე­ბერ­ვა­ლი - პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი (უკან­მა­ვა­ლი ხდე­ბა). მარ­სი მოგ­ვი­წო­დებს, ვი­ყოთ მე­ტად ამ­ბი­ცი­უ­რე­ბი, დავ­სა­ხოთ სტრა­ტე­გი­უ­ლი მიზ­ნე­ბი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბიც შე­უ­პოვ­რად მი­ვი­ღოთ. მაგ­რამ ამა­ვე დროს უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ მერ­კუ­რის რეტ­რო მდგო­მა­რე­ო­ბა ხში­რად წარ­მოქ­მნის ინ­ფორ­მა­ცი­ულ უზუს­ტო­ბებს, შეც­დო­მებს. ადა­მი­ანს უჭირთ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში გარ­კვე­ვა. სა­სურ­ვე­ლია, ამ პე­რი­ოდ­ში ენერ­გია ტყუ­ი­ლად არ ვხარ­ჯოთ და იგი მხო­ლოდ პრაქ­ტი­კუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ეს სა­სურ­ვე­ლი პე­რი­ო­დი არაა ბლიც პრო­ექ­ტე­ბის­თვის, აგ­რეთ­ვე ისე­თი საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თვის, რაც სის­წრა­ფე­სა და მო­მენ­ტა­ლურ მო­გე­ბა­ზე იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი.
მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი (უკან­მა­ვა­ლი) იქ­ნე­ბა 10 მარ­ტამ­დე. მაგ­რამ უკვე 13 თე­ბერ­ვლი­დან შე­ა­ფერ­ხებს სვლას, ამი­ტომ ამ პე­რი­ოდ­ში უფრო ზუს­ტად კი 12 თე­ბერ­ვლი­დან მო­ე­რი­დეთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას. უკვე და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი და ჩა­ნა­ფიქ­რე­ბი უნდა გა­და­ი­ხე­დოს. შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­რო გახ­დეს კო­რექ­ტი­ვე­ბის შე­ტა­ნა. თუ ზუს­ტად ამ პე­რი­ოდ­ში გი­წევთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, ეცა­დეთ, იყოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, გეგ­მე­ბი ისე შე­ად­გი­ნოთ, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მათ­ში კო­რექ­ტი­ვე­ბის შე­ტა­ნა შე­გეძ­ლოთ. არ გა­ა­ფორ­მოთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, არა­სა­სურ­ვე­ლი დროა საქ­მი­ა­ნი გა­სა­უბ­რე­ბის­თვის და ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის და­სა­წყე­ბად, აგ­რეთ­ვე, ავ­ტო­მო­ბი­ლის, ელექტრო­ტექ­ნი­კის შე­სა­ძე­ნად. უმ­ჯო­ბე­სია, ეს დრო და­წყე­ბუ­ლი და მი­ტო­ვე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას და­უთ­მოთ, შე­ეხ­მი­ა­ნოთ ძველ მე­გობ­რებს, ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­მე­გობ­რე­ბის­გან კი თავი უნდა შე­ი­კა­ოთ.
ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ თე­ბერ­ვლის ორ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვანს მოვ­ლე­ნას გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS