27 იანვარი, 2020
ტვინის რა დაავადება შეიძლება გამოიწვიოს უძილობამ
უძილობა 21-ე საუკუნის მთავარი პრობლემაა. ყოველდღიურმა საქმიანობამ, სტრესმა და ცხოვრების დაჩქარებულმა ტემპმა შესაძლოა, ინსომნია გამოიწვიოს, რაც ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

გთავაზობთ უცხოური კვლევის შედეგებს, გადახედეთ მას და შეეცადეთ, ძილი მოიწესრიგოთ.
ძილი გვეხმარება ტოქსინებისგან გათავისუფლებაში.

A Lack of Sleep May Cause the Brain to Eat Itself, According to a Study

ძილი აღადგენს ჩვენს იმუნურ სისტემას და ენერგიის დონეს აუმჯობესებს, რაც საშუალებას აძლევს ტვინს, დროულად და კარგად გადაამუშაოს ინფორმაცია, რომელიც მთელი დღის მანძილზე მიიღო. გარდა ამისა, კარგი ძილი არეგულირებს არტერიულ წნევას და გულისცემას. ძილის დროს ვთავისუფლდებით ტოქსინებისგან. თუ საკმარისი დროით არ დავიძინებთ, ტოქსინებისგან
გათავისუფლება ვერ მოხერხდება, რაც ორგანიზმს დააზიანებს.

ტოქსინების აღმოფხვრა აუცილებელია ჩვენი ტვინის ჯანმრთელობისთვის. ხანგრძლივმა უძილობამ, ძილის აპნოემ და ქრონიკულმა უძილობამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ტვინის ფუნქციებზე და ხელი შეუწყოს ტვინის გადაგვარებას.

გამოკვლევა თაგვებში
იტალიის მარჩის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, მიშელ ბელესის ხელმძღვანელობით, ნეირომეცნიერების გუნდმა, ჩაატარა გამოკვლევა თაგვების გამოყენებით. გამოკვლევისას, მღრღნელები სხვადასხვა ჯგუფად დაყვეს: პირველებს შეეძლოთ დაეძინათ, რამდენიც მათ სურდათ დღის განმავლობაში, მეორე ჯგუფი კი ვალდებული იქნებოდა, მხოლოდ რვა საათი დაეძინა, მესამე ჯგუფის წევრები 5 დღის მანძილზე არ დააძინეს. სწორედ ამ სამ ჯგუფს დააკვირდნენ და გამოიკვლიეს, რა ხდებოდა მათ ტვინებზე.

A Lack of Sleep May Cause the Brain to Eat Itself, According to a Study

ექსპერიმენტის დასასრულს, იმ თაგვების ტვინს, რომლებიც დიდხანს იძინებდნენ, ჰქონდათ ასტროციტების აქტივობის დონე 6%, მეორე ჯგუფს ჰქონდა ასტროციტების აქტივობის დონე 8%, ხოლო მესამეს, 5 დღის შემდეგ, ასტროციტების მოქმედება ჰქონდა 13.5%.

ვირთხებში ეს პროცესი, პრაქტიკულად, შედგება თავის ტვინში არსებული სინაფსების მოხმარებისაგან. არსებობს ვარაუდობი, რომ იგივე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ადამიანზე. გამოკვლევამ აჩვენა, რომ დიდხნიანმა უძილობამ, შესაძლოა, ადამიანში ალცაიმერის დაავადება გამოიწვიოს.

A Lack of Sleep May Cause the Brain to Eat Itself, According to a Study

რჩევები უკეთესი ძილისთვის

არსებობს სხვადასხვა მეთოდი, რომელთა დახმარებითაც შეგიძლიათ დაიძინოთ, თუ უძილობას ვერაფერს უხერხებთ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

მედიტაცია
შეცვალეთ თქვენი საძინებლის გარემო, რომ ის უფრო კომფორტული იყოს.
დაკავდით ფიზიკური აქტივობით.
შეზღუდეთ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება.
ერთი და იგივე დროს დაწექით.
შეამცირეთ კოფეინის მიღება.
მზეზე გაისეირნეთ ზომიერად.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS