ვირუსოლოგები სკეპტიკურად უყურებენ ჰაერწვეთოვანი ვირუსების წინააღმდეგ ნიღბების ეფექტურობას, თუმცა, არსებობს საფუძველი და მტკიცებულებები, რომ ისინი ხელიდან პირით გადამდები ვირუსების გავრცელების რისკს ამცირებენ.
სამედიცინო ნიღბები პირველად საავადმყოფოებში მე-18 საუკუნის მიწურულს გამოჩნდა, მაგრამ მაშინ მათ არ იყენებდნენ საჯარო სივრცეებში, სანამ
ლონდონის St George's- ის უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი დევიდ ქერინგტონი "BBC"-სთან ამბობს, რომ ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღბები საჯარო სივრცეებში ჰაერით გადამდები ვირუსებისა და ბაქტერიებისგან დამცავი ეფექტური საშუალება არ არის, რადგანაც მას არ აქვს დამცავი ფილტრი და ასევე, თვალები მაინც დაუცველი რჩება. ვირუსების უმეტესობა კი, სწორედ ჰაერით ვრცელდება.
"მაგრამ ამ ნიღბებს შეუძლიათ, მცირედით შეამცირონ ვირუსის გადადების რისკი, თუ აღმოჩნდებით ვირუსიანი ადამიანების გარემოცვაში. ასევე ის დაგიცავთ ხელიდან პირით გადამდები ვირუსებისგან“, - ამბობს ექიმი. გაგრძელება