23 იანვარი, 2020
აფერხებს თუ არა პირბადე ვირუსის გავრცელებას - 3 წესი, რომელიც უნდა დაიცვათ და არ დაინფიცირდებით
ზამ­თა­რი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის პე­რი­ო­დია და მათ­გან და­სა­ცა­ვად ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დეს ატა­რე­ბენ. ამ ეტაპ­ზე ასე­თი პირ­ბა­დე გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლია ჩი­ნეთ­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ახალ ე.წ. კო­რო­ნა ვირუსს ებ­რძვი­ან, თუმ­ცა, გარ­და ამი­სა, ჩი­ნე­ლე­ბი მათ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვა­დაც იყე­ნე­ბენ.

ვირუ­სო­ლო­გე­ბი სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რე­ბენ ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი ვირუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ნიღ­ბე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას, თუმ­ცა, არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ ისი­ნი ხე­ლი­დან პი­რით გა­დამ­დე­ბი ვირუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბის რისკს ამ­ცი­რე­ბენ.

სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბე­ბი პირ­ვე­ლად სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მე-18 სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს გა­მოჩ­ნდა, მაგ­რამ მა­შინ მათ არ იყე­ნებ­დნენ სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში, სა­ნამ
1919 წელს მსოფ­ლი­ო­ში ეს­პა­ნუ­რი გრი­პის ვირუს­მა არ იფეთ­ქა, რო­მელ­საც რო­გორც "BBC"-ი წერს, და­ახ­ლო­ე­ბით 50 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.



ლონ­დო­ნის St George's- ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ექი­მი დე­ვიდ ქე­რინგტო­ნი "BBC"-სთან ამ­ბობს, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბე­ბი სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში ჰა­ე­რით გა­დამ­დე­ბი ვირუ­სე­ბი­სა და ბაქ­ტე­რი­ე­ბის­გან დამ­ცა­ვი ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ არის, რად­გა­ნაც მას არ აქვს დამ­ცა­ვი ფილტრი და ასე­ვე, თვა­ლე­ბი მა­ინც და­უც­ვე­ლი რჩე­ბა. ვირუ­სე­ბის უმე­ტე­სო­ბა კი, სწო­რედ ჰა­ე­რით ვრცელ­დე­ბა.


"მაგ­რამ ამ ნიღ­ბებს შე­უძ­ლი­ათ, მცი­რე­დით შე­ამ­ცი­რონ ვირუ­სის გა­და­დე­ბის რის­კი, თუ აღ­მოჩ­ნდე­ბით ვირუ­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. ასე­ვე ის და­გი­ცავთ ხე­ლი­დან პი­რით გა­დამ­დე­ბი ვირუ­სე­ბის­გან“, - ამ­ბობს ექი­მი. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS