08 აპრილი, 2014
თვითმკვლელთა ტყე, სადაც მოხუცებს და ჩვილებს ტოვებდნენ
ახლომდებარე სოფლების მაღაზიებში თოკების, ჯოხების, ჭიკარტების გაყიდვაც კი აკრძალეს, მაგრამ…უშედეგოდ, სუიციდის ფაქტები სულ უფრო ხშირდება ეს ტყე პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი მისტიკური ადგილია, - აოკიგახარა ფუძიამას მთის მისადგომებთან შავი რეპუტაციით სარგებლობს, რადგან თვითმკველებებს იზიდავს. ამბობენ, რომ ამის მიზეზი სწორედ ამ მთის ცნობილი ვულკანური აქტიურობაა.

ტყის მასივი სუიციდისადმი მიდრეკილების საყვარელი ადგილია და მისი ყოველი ხის ძირში საზარელი ტრაგიკული ისტორიები თამაშდება. რაც შეეხება თვითმკვლელობის ხერხებს, ამ მხრივ ხეზე ჩამოხრჩობა და ქიმიური პრეპარატების მიღება ლიდერობს.

ამასთან, ამ თვითმკვლელობებს ტრადიციულ
იაპონურ ხარაკირთან საერთო არაფერი აქვთ. ცნობილია ისიც, რომ მაღალი ცხოვრების დონის მიუხედავად, იაპონიას თვითმკვლელობების რიცხვით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია, - ამის მიზეზი კი "ზედმეტი" შრომისმოყვარეობა, მარტოობა და სოციალური იზოლაციაა ინტერნეტის საუკუნეში...

ტყეში სეირნობისას, თუკი ამის სურვილი გაგიჩნდათ, ყოველ ნაბიჯზე ჩონჩხადქცეულ გვამს გადააწყდეთ. "სუიციდების პრევენციის ასოციაციამ" რამდენიმე გამაფრთხილებელი პლაკატიც ჩამოკიდა: "გაუფრხილდით სიცოცხლეს, ის დიდი საჩუქარია", თუმცა, მიუხედავად ამისა, თვითმკვლელები აკვიატებულ იდეაზე უარს არ ამბობენ -ყოველწლიურად 100-ზე მეტი ადამიანი იკლავს თავს.

აოკიგახარას მოჩვენებების ტყესაც ეძახიან, რადგან ახლომახლო სოფლებში იქიდან ყვირილის და კვნესის საშინელი ხმები ესმით. სპეციალისტების აზრით, მისი თვითმკვლელების საყვარელი ადგილად ქცევა ცნობილ იაპონურ ლეგენდას უკავშიდება - შუა საუკუნეებში ღარიბ ოჯახებს იმის გამო, რომ მათი გამოკვება აღარ შეეძლოთ, აქ მოხუცები და ახალდაბადებული ჩვილები მოჰყავდათ და ასე იშორებდნენ თავიდან.

ყოველკვირეულად პოლიცია ტყეში რეიდებს ატარებს ახალი გვამების აღმოსაჩენად; სახელმწიფომ სპეციალური შტატი - ტყის გიდიც კი შემოიღო, რომელმაც პოტენციური თვითმკვლელი ექსტრემალისგან უნდა გაარჩიოს, პოლიციამ ტყისკენ მიმავალ გზაზე ათეულობით ვიდეოკამერა დააყენა, ახლომდებარე სოფლების მაღაზიებში თოკების, ჯოხების, ჭიკარტების გაყიდვაც კი აკრძალეს, მაგრამ…უშედეგოდ, სუიციდის ფაქტები სულ უფრო ხშირდება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS