დღეისათვის ადამიანებს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მრავალი ხერხით, საშუალებითა და განსხვავებული ფინანსებით შეუძლიათ მოგზაურობა.
ადამიანების უმეტესობა მოგზაურობაში წასვლის წინ გეგმის შემუშავებაზე იწყებს ფიქრს. ეკითხებიან და ითვალისწინებენ მეგობრების და ნაცნობების გამოცდილებას. მიაქვთ უამრავი ნივთი და წინასწარ ცდილობენ, გაერკვიონ დეტალურად იმ ქუჩების განზომილებაში, სადაც მოგზაურობა მოუწევთ.
მე ვირჩევ დაუგეგმავ მოგზაურობას. ვისაც პიროვნულობის, საკუთარი ძალების პოვნის, ახალი შესაძლებლობებისა და უნარების აღმოჩენა გსურთ, გირჩევთ, იმოგზაუროთ
დაუგეგმავი მოგზაურობის დროს იძენ მეტ გამოცდილებას, რაზეც წინასწარ ნაფიქრი არ გაქვს, რაც ადამიანს ზრდის უფრო... მე არ მიყვარს გათვლები არაფერში. მიყვარს ადამიანების მოსმენა და მერე ჩემებურად კეთება. რაც არ იცი, კითხულობ, იგებ და მერე ანალიზს აკეთებ და აკეთებ შენებურად. გიწევს უცხო ადამიანებთან კონტაქტი და ხდები მეტად კონტაქტური, ტოლერანტური და თამამი.
რაც შეეხება სამოგზაუროდ წასაღებ ნივთებს, რაც ხშირად მეტად მნიშვნელოვანია ქალბატონებისათვის და ამისათვის განსაკუთრებით ემზადებიან, თითქმის არასოდეს მიმაქვს ბევრი ნივთი. ძალიან მიყვარს მოდა და მოგზაურობის დროსაც ჩემი ინტერესის სფერო მოდაა. ვცდილობ, გავერკვე ადგილობრივ მოდაში. ვსტუმრობ მოდის სახლებს და ვეცნობი მოდის სიახლეებს, მაქსიმალურად ვცდილობ, მოგზაურობის დროს შეძენილი სამოსი ვატარო. სამახსოვრო ნივთად ვირჩევ მხოლოდ წიგნს.
მოგზაურობა ადამიანს აძლევს შანს, თავიდან აღმოაჩინოს თავისი თავი, თავისუფლების უფრო მეტი შეგრძნებისა და განტვირთვის მომტანია. ეცნობი სხვადასხვა ქვეყნის კულტურას და ვითარდები... დადებითი ემოციების პროცენტები იმატებს ჩვენს ცხოვრებაში, რაც დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიაზე და მოვიპოვებთ ბედნიერებას.