07 აპრილი, 2014
პირველი ღამე სიდედრის თანდასწრებით - ინტიმურ-კურიოზული კანონები
ჰონკონგში ქალს, რომელსაც ქმარმა უღალატა, შეუძლია, ქმარი მოკლას, ოღონდ შიშველი ხელებით, უიარაღოდ * * *
ახლო აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში დღემდე მოქმედებს შემდეგი ისლამური კანონი: არ შეიძლება იმ ცხვრის დაკვლა და ჭამა, რომელთანაც ადამიანს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა.

* * *
ბაჰრეინში ექიმი გინეკოლოგი, თუ ის მამაკაცია, პროფესიულ დაკვირვებებს და მკურნალობის პროცედურას მხოლოდ სარკის ანარეკლის მეშვეობით ახორციელებს, რადგან მას შიშველი ქალის პირდაპირ ყურება ეკრძალება.

* * *
კუნძულ გუამაზე არსებობს სპეციალური პროფესია მამაკაცებისთვის. ისინი კუნძულის მასშტაბით მოგზაურობენ
და გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ გოგონებს ქალწულობას აკარგვინებენ. ამ ქვეყნის ტრადიციით, ქალწულს გათხოვება ეკრძალება.

* * *
ჰონკონგში ქალს, რომელსაც ქმარმა უღალატა, შეუძლია, ქმარი მოკლას, ოღონდ შიშველი ხელებით, უიარაღოდ. რაც შეეხება ქმრის საყვარელს, მასთან ანგარიშსწორება ყველანაირი იარაღის გამოყენებითაა შესაძლებელი.

* * *
კოლუმბიის ქალაქ კალიში ქორწინების პირველ ღამეს აუცილებლად უნდა ესწრებოდეს პატარძლის დედა.

* * *
ამერიკაში, კოლორადოს შტატში, მამაკაცს ეკრძალება ქალის კოცნა, თუ მას სძინავს. კონექტიკუტის შტატის ქალაქ ჰარტფორდში კი ქმარს ეკრძალება ცოლის კოცნა კვირა დღეს.

* * *
ირლანდიაში, კათოლიკური ეკლესიის წესებიდან გამომდინარე, აკრძალულია პრეზერვატივების იმპორტი. ტურისტებს თითო ეგზემპლარის შეტანაც კი ეკრძალებათ ქვეყანაში.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS