06 აპრილი, 2014
როგორ ავიცილოთ თავიდან მეუღლის ღალატი
თუ მაინც გადაწყვეტენ „სხვა ქალთან“ წასვლას, მიდიან არა ცოლისგან, არამედ მძიმე, გაორებული, აუტანელი სიტუაციისგან, რომელიც სახლში სუფევდა ბევრი ქალი ქმრის შეცოდებებზე თვალს ხუჭავს. ისინი აფასებენ ქმრის არა ერთგულებას, არამედ მზრუნველობას (ქალებში მოსეირნე მამაკაცები, როგორც წესი, კარგი მამები და არცთუ ცუდი მშოვნელები არიან). არსებობს ოჯახური ცხოვრების ოქროს კანონი, რომელიც ყველა ქალისათვის ნაცნობია - მამაკაცში ვაფასებთ არა იმდენად მის ღირსებებს, რამდენადაც ნაკლოვანებებს, რომლებთანაც შეგუება შეგვიძლია.
ახლა ქალების მუსუს მამაკაცებზე არ ვისაუბრებთ, არამედ მათზე, რომელთა ღალატი ორგანიზმში მიმდინარე ობიექტურ
ასაკობრივ ფსიქოფიზიოლოგიურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული.

1. სიმშვიდე შეინარჩუნეთ:
თუ თქვენი ქმარი „საშუალო ასაკის კრიზისს“ მძაფრად განიცდის, მაგრამ მასთან ხანგრძლივი და ბედნიერი თანაცხოვრება გქონდათ, მომხდარის გამო ტრაგედიის შექმნა არ ღირს. ამას ისე მიუდექით, როოგორც მის დროებით სიგიჟეს. მიზნად არ დაისახოთ, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, მოღალატე ქმარი დასაჯოთ. ასეთ სიტუაციაში თქვენი ამოცანაა, ოჯახი შეინარჩუნოთ. ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა აჩუქოთ მეტოქეს ის, რაც თქვენთვის ძვირფასია?

2. გონებას მოუხმეთ: გახსოვდეთ, თუ თქვენი ქმრის გატაცება ორდღიანი წუთიერი ინტრიგაა, ბრძენ სარდლად უნდა იქცეთ. ბრძოლას იგებენ არა ემოციურობით, არამედ გონივრული და წინდახედული გათვლით. ბუნებამ ტყუილად კი არ დააჯილდოვა მამაკაცი ძალით, ქალი - ეშმაკობითა და მოხერხებით. მაშ ასე, არ დაიწყოთ ჭურჭლის მსხვრევა და ყვირილი: „ყველაფერი შემოგწირე!“ ამის ნაცვლად გააანალიზეთ ოჯახური ცხოვრება და გვერდზე გადადეთ ქმრის მიმართ საკუთარი პრეტენზიები (სამართლიანიც კი), ეცადეთ, გაიგოთ, რა აკლდა სახლში. პირველ ყოვლისა, ყურადღება მიაქციეთ ემოციურ ატმოსფეროს. ალბათ მრავალწლიანმა თანაცხოვრებამ და ურთიერთშეჩვევამ გრძნობები მოადუნა და ქმრის მიმართ ისეთი ნაზი და ყურადღებიანი აღარ ხართ ან შეიძლება ბავშვებითა და სამუშაოთი ძალიან დაკავებული ხართ და ინტიმური ურთიერთობა უკვე თქვენთვის მთავარ როლს აღარ ასრულებს?

3. ქმარს გაეპრანჭეთ:
უცნაური რჩევაა? მაგრამ მხოლოდ - ერთი შეხედვით. ქმარს ალბათ ჯერ კიდევ უყვარხართ. მამაკაცებს, ქალებისაგან განსხვავებით, შეუძლიათ ერთდროულად ორი ქალი უყვარდეთ, მაგრამ... განსხვავებული სიყვარულით. ცოლი წყნარად, ნაზად, როგორც ცხოვრების თანამგზავრი, მისი შვილების დედა, ოჯახის დიასახლისი და მის კომფორტზე მზრუნველი. საყვარელი - ვნებიანად და აქ მთავარ როლს სექსი ასრულებს. ამიტომ, სწორედ ახლა, ორივესთვის ამ ძნელ პერიოდში, შეეცდება ქმართან თქვენს ურთიერთობას ვნებიანი სიყვარულის ელფერი მისცეთ. ბოლოს და ბოლოს, თქვენი ქმარი მალე დაიღლება ახალგაზრდა საყვარლით, რომელიც ძალიან ბევრს ითხოვს და თავისი პრეტენზიებით უკვე გულს უწყალებს. ძველ აღმოსავლურ ზღაპარში მოთხრობილია, ერთმა ბრძენმა ქალმა როცა შეიტყო, რომ ქმარმა სახლში ახალი ხასა მოიყვანა, იმ დღიდან თავი დაიბერა, ძველმანებით დადიოდა და თმასაც არ ივარცხნიდა. მერე კი, ქმარი ახალი სიყვარულის ალერსით რომ დაიღალა, ერთ დღეს მოულოდნელად შეიცვალა. ახალი ტანსაცმლით შეიმოსა, ახალი ვარცხნილობა გაიკეთა და გამშვენიერდა. ქმარი აღტაცებული დარჩა მასში ახალი სილამაზის აღმოჩენით. ზღაპარი სიცრუეა, მაგრამ მასში სიმართლის მარცვალი დევს. იფიქრეთ, რა შეიძლება გააკეთოთ ისეთი, რითაც ქმარს აღაფრთოვანებთ.

4. აეჭვიანეთ: ბევრი ქალი, ქმარი რომ შეინარჩუნოს, ცდილობს, აეჭვიანოს იგი, ლირიკულ ავანტიურაში ებმება ან ამას მის დასანახავად აკეთებს. ეჭვიანობა ძლიერი და ძალიან ეფექტური იარაღია, მაგრამ საჭიროა ზომიერების დაცვა (ძალიან არ გადაამლაშოთ). ჩვენს საზოგადოებაში ღალატთან დაკავშირებული „ორმაგი სტანდარტი“ ჯერ კიდევ მოქმედებს. მამაკაცის თვალში ცოლის ღალატი ასჯერ უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე საკუთარი. ამიტომ ეჭვიანობა, როგორც ოჯახური დრამის სამკურნალო წამალი, ჰომეოპათიური დოზებით გამოიყენეთ. მთავარია, მხოლოდ ეჭვი აღძრათ და არა სერიოზული და მტკიცე რწმენა, მაგალითად, ქმრის მეგობრები შინ დაპატიჟეთ და ამისათვის საფუძვლიანად მოემზადეთ: შეიძინეთ ახალი ტანსაცმელი, სილამაზის სალონს ეწვიეთ, მსუბუქი ფლირტი გონებამახვილურად გაითამაშეთ. როცა ნაცნობები კომპლიმენტებს მოგიძღვნიან, არ შეიძლება ქმარმა ამას ყურადღება არ მიაქციოს. მამაკაცებს ძალიან უყვართ თავიანთი თანამეცხედრეებით თავის მოწონება. ამასთან ერთად, ყოველთვის საწყენია, დაკარგო ის, რაც სხვებს მოსწონთ (ამგვარი ხრიკები ასობითაა, ყოველ ქალს შეუძლია ამ სფეროში სხვას რჩევა მისცეს).

დაბოლოს, თქვენთვის ყველაზე საძაგელ სიტუაციაში არ დაგავიწყდეთ ერთი უბრალო ჭეშმარიტება: მამაკაცები ბუნებით კონსერვატორები არიან. ამიტომ ნებისმიერ დანაკარგს ან ცხოვრებაში გლობალურ ცვლილებებს გაცილებით უფრო მტკივნეულად და ძნელად აღიქვამენ, ვიდრე ქალები. თუ მაინც გადაწყვეტენ „სხვა ქალთან“ წასვლას, მიდიან არა ცოლისგან, არამედ მძიმე, გაორებული, აუტანელი სიტუაციისგან, რომელიც სახლში სუფევდა. მართალია, ამგვარი სიტუაციის მიზეზი მამაკაცის ღალატი იყო, მაგრამ „ამინდი სახლში“ მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქალზე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS