26 დეკემბერი, 2019
ზოდიაქოს რომელი ნიშნები იგრძნობენ ყველაზე მწვავედ 26 დეკემბრის მზის დაბნელებას - "მისი ზეგავლენა სამყაროზე ძალიან მძლავრი იქნება"
ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი 26 დე­კემ­ბერს მო­სა­ლოდ­ნე­ლი მზის დაბ­ნე­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს და ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს გაფრ­თხი­ლე­ბას აძ­ლევს:

"მე­გობ­რე­ბო, წინ საკ­მა­ოდ რთუ­ლი პე­რი­ო­დი გვაქვს გა­სავ­ლე­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ახლა უკვე შევ­დი­ვართ ე.წ. დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფან­ში. რა არის, რას წარ­მო­ად­გენს დე­რე­ფა­ნი? საქ­მე ისაა, რომ დაბ­ნე­ლე­ბებს გა­აჩ­ნი­ათ სე­ზო­ნუ­რი ხა­სი­ა­თი და სე­ზონ­ზე, რო­გორც წესი, გვაქვს ხოლ­მე ერთი მზის და ერ­თიც მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა, ხოლო პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც ერთი დაბ­ნე­ლე­ბი­დან მე­ო­რემ­დე გრძელ­დე­ბა წარ­მო­ად­გენს კი­დეც მათ შო­რის არ­სე­ბულ დრო­ის დე­რე­ფანს. თუმ­ცა არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად დაბ­ნე­ლე­ბე­ბის ზე­გავ­ლე­ნა ერთი კვი­რით ადრე
მა­ინც იგ­რძნო­ბა ხოლ­მე და ამ­დე­ნი­ვე ხანი გა­დაჰ­ყვე­ბა დას­რუ­ლე­ბის შემ­დგო­მაც.

მთვა­რის ეკ­ლიპ­სი იან­ვრის 10 რი­ცხვში გვექ­ნე­ბა

იქამ­დე კი­დევ არის დრო და ჩვენ მას­ზე ცალ­კე ვი­სა­უბ­რებთ. ახლა კი 26 დე­კამ­ბერს დი­ლის 06:18-ზე თხის რქის მე-5 გრა­დუს­ზე ამ წლის ბოლო მზის დაბ­ნე­ლე­ბა გვე­ლის, რო­მე­ლიც სულ რა­ღაც 3 წუთ­სა და 40 სე­კუნდს გას­ტანს, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი ხან­მოკ­ლე­ო­ბი­სა, მისი ზე­გავ­ლე­ნა სამ­ყა­რო­ზე ძა­ლი­ან მძლავ­რი იქ­ნე­ბა.

როცა ბუ­ნე­ბა­ში ასე­თი მოვ­ლე­ნე­ბი ხდე­ბა, მზე და მთვა­რე შე­ერ­თე­ბა­ში მო­დი­ან. ანუ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ახალმთვა­რე­ო­ბას­თან გვაქვს საქ­მე და თუკი ყო­ვე­ლი ახალმთვა­რე­ო­ბა ახ­დენს საკ­მა­ოდ ძლი­ერ ზე­გავ­ლე­ნას ჩვენ­ზე, რო­გო­რი­ღა იქ­ნე­ბა ეს გავ­ლე­ნე­ბი, რო­დე­საც დაბ­ნე­ლე­ბას­თან გვაქვს საქ­მე?

რო­გორც ყო­ველ­თვის, ეკ­ლიფ­სებს ანუ დაბ­ნე­ლე­ბებს გა­აჩ­ნი­ათ კარ­მუ­ლი ხა­სი­ა­თი. ისი­ნი ყო­ველ­თვის აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლია მთვა­რის კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბით, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ამ მოვ­ლე­ნებს აუ­ცი­ლებ­ლად მო­აქვს დრო­მოჭ­მუ­ლის დას­რუ­ლე­ბა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში და ახ­ლის და­სა­წყი­სი. ერთი ესაა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ბუ­ნე­ბით კონ­სერ­ვა­ტო­რია და, სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად შეჩ­ვე­უ­ლი ჭირი ურ­ჩევ­ნია შე­უჩ­ვე­ველ სი­კე­თეს. ჩვენ გვა­ში­ნებს სი­ახ­ლე­ე­ბი, რად­გან არ ვი­ცით, თუ რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ცვლი­ლე­ბებს. ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი ვერც ხვდე­ბი­ან, რომ რა­ღა­ცე­ებ­მა თავი ამო­წუ­რეს, რომ სა­ჭი­როა ძვე­ლის გაშ­ვე­ბა და ახ­ლის შე­ნე­ბა. მა­შინ სამ­ყა­რო ამას ძა­ლით აკე­თე­ბი­ნებს. სწო­რედ ამი­ტომ აღიქ­მე­ბა დაბ­ნე­ლე­ბე­ბის შე­დე­გე­ბი ასე ფა­ტა­ლუ­რად. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS