როგორია ანუკი არეშიძის საახალწლო კოლექცია და რა ღირს დიზაინერის მიერ შექმნილი ულამაზესი კაბები
ახალი წლისთვის ყველა ადამიანი, განსაკუთრებით გოგონები, აქტიურად ემზადებიან. ჯადოსნური ღამის წვეულებისთვის ყველა ცდილობს, ახალი ულამაზესი კაბა შეიძინოს.
ცნობილი ქართველი დიზაინერი, ანუკი არეშიძე, ქართველ მანდილოსნებს არაჩვეულებრივ შანსს აძლევს. ინსტაგრამის პირად და ბრენდის ოფიციალურ გვერდზე ანუკიმ საახალწლო კოლექციის ფოტოები განათავსა. ამ კოლექციის შეძენა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასადაა შესაძლებელი.