ახალი გამოკვლევების შედეგებმა სპეციალისტებს შეიძლება, საშუალება მისცეს, უპასუხონ შეკითხვაზე, ძლიერი ემოციების განცდისას რატომ ტირიან ადამიანები.
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მამაკაცები, რომლებიც ქალის ნამდვილ ცრემლებს შეისუნთქავდნენ, გაცილებით ნაკლებად განიცდიდნენ სექსუალურ აღგზნებას, ვიდრე მამაკაცები, რომლებიც ქალის ღაწვებზე წასმულ მარილხსნარს შეისუნთქავდნენ.
ქალის ცრემლებზე მამაკაცის ამგვარი რეაქცია ერთდროულად რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული - ტესტოსტერონის
მეცნიერების აზრით, ქალის ცრემლები ქიმიურად განპირობებული სიგნალია, რომელიც ნიშნავს ''არა'' ან ''ახლა არა''.
საინტერესოა ისიც, რომ სპეციალისტები მამაკაცების ცრემლების ზემოქმედების უნარის გამოკვლევასაც აპირებენ. თუმცა ნებაყოფლობით ტირილის მსურველი მამაკაცების მოძიება ცოტა რთულია.
ცრემლების ეფექტის შემსწავლელი მეცნიერების აზრით, ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის, როგორც სოციალური სახეობის, ევოლუციური განვითარებისთვის ემოციური ცრემლები ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, მათ ადამიანის ფერომონების შესახებ ინფორმაციის გადაცემა შეუძლიათ.
ჯერჯერობით გაურკვეველია, კერძოდ რა სახით აღიქმება ზემონახსენები ქიმიური სიგნალი - ყნოსვით თუ რაიმე სხვა გზით.
ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, ცრემლები საერთოდ ამცირებს მამაკაცურ აგრესიას ემოციური სტრესისგან ძალაგამოცლილი ქალის მიმართ. Aასე რომ, ქალის ცრემლები მამაკაცის პოტენციას აქვეითებს.