ქორწილი ის ერთადერთი დღეა, რომელიც უპირობოდ ემორჩილება კანონს, როცა ბედნიერება აუცილებელია. ამიტომაც ამ დღის გალამაზებას ყველა ცდილობს, მათ შორის ნეფე-პატარძლის მშობლებიც. გამონაკლისების გარდა, სწორედ მათი ჯიბეებიდან გადის ასტრონომიული საქორწილო თანხები. სამაგიეროდ, ქორწილში ფინანსების განკარგვის წესს პატარძალი ადგენს, მათ შორის, ცხადია, უზომოდ შეყვარებული ნეფეც. თუმცა, ამჯერად არა ქორწილის
ხარჯებზე, არამედ ისეთ "დეტალზე" ვისაუბრებთ,
- ლალა, ბოლო წლებში ისე ჩანდა, რომ გრანდიოზული ქორწილები მოდიდან გადადიოდა და მათ ნაცვლად წყვილები მოგზაურობას ან სულაც ბუნებაში გასვლას არჩევდნენ, ამასობაში კი საქორწილო დიზაინერთა კომპანიები მრავლდება და მრავლდება, ანუ მასშტაბური ქორწილები მოდას უბრუნდება?
- საქორწილო ბაზარზე დიზაინერთა მოთხოვნა რომ აღარ იყოს, კომპანიებიც არ შეიქმნებოდა, თანაც მათ შორის სერიოზული კონკურენციაა. საქორწილო ცერემონიის დიზაინისთვის უამრავი წყვილი მოგვმართავს. სადედამთილოები და სასიდედროებიც სულ უფრო ნაკლებად ცდილობენ დიზაინის დაგეგმვაში ჩარევას. მაინც ყველაფერს პატარძლები წყვეტენ - ბუნებაში საქორწილო თაღის დადგმას თუ დარბაზის გალამაზებას.
საქორწილო დიზაინზე მოთხოვნის გაზრდის მიზეზი, ალბათ, იმ აზრამდე მისვლაც არის, რომ მხოლოდ უზომო ჭამა-სმის გარდა, მოსაგონებელი აღარაფერი რჩება. უფრო მეტი სილამაზე, თუნდაც ექსტრიმია საჭირო, რომ საკუთარი ქორწილი მთელი სიცოცხლე გახსოვდეს!
- არა მგონია, ქართულ ქორწილებში ჭამა-სმას ოდესმე გაუვიდეს ყავლი. უბრალოდ, თანამედროვე დიზაინის ხიბლი იმაშიც არის, რომ უზომო ქართულ ხორაგს ოსტატურად "ფუთავს".
- ამაში გეთანხმებით. ბევრი საქორწილო რიტუალი დიზაინით საუკეთესოდ იხვეწება, მაგალითად, ღია ცის ქვეშ თაღების დადგმა და ქორწილებზე ყვავილთა ცვენა, ძირითადად, დიზაინერების დამსახურებაა. უცხოეთიდან საუკეთესო დეტალების გადმოტანამ ქართული ქორწილები ძალიან გაალამაზა.
ამ დღეებში ოკუპირებულ აფხაზეთში ქორწილზე შემწვარი თხების ფოტომ სოციალური ქსელი წალეკა და თავად აფხაზებიც დასცინოდნენ, რაღა დროს შემწვარი თხებიაო! მაგრამ ისიც ხომ ვიცით, ამას რა მოჰყვა, ამ ხალხს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რას ჰქვია, ამ საქორწილო ტრადიციას იწუნებთო! ჩანს, ოკუპირებული ტერიტორიების ქორწილებში კიდევ დიდხანს იქნება სეფები და გატყავებული საქორწილო "სამშვენისები".
- სხვათა შორის, უფროს თაობას ენატრება - სეფაში გადახდილი ქორწილი უფრო "თბილი" იყო, ბავშვები დახტოდნენ, უფროსები კი უფრო კარგად ეფერებოდნენ ერთმანეთსო, მიუხედავად იმისა, ზოგჯერ წვიმაც ჩამოდიოდაო.
- კიდევ კარგი, ჩვენს ქორწილებში წვიმა და თოვლი აღარ ჩამოდის, ზოგიერთი კი იმდენად ლამაზია, რომ ხელოვნების ნიმუშს მოგაგონებთ - ღია ცის ქვეშ თაღებით დაწყებული, ნეფე-პატარძლის სუფრის ჩათვლით. ზოგჯერ მხოლოდ თაღებზე რამდენიმე ათასი ლარი იხარჯება. განსაკუთრებით, ზამთრის ქორწილებისთვის ძვირადღირებულ ჰოლანდიურ ყვავილებს ვყიდულობთ, გაზაფხულზე კი ქართულ სურნელოვან ვარდებს ვიყენებთ, სხვა დროს, ძირითადად, სათბურის ყვავილები გვაქვს.
- საშუალოდ, რა თანხას მოითხოვს ქორწილის დიზაინი? კერძებსაც ხომ ასტრონომიული ფასები აქვს?!
- გააჩნია, ზოგიერთი მხოლოდ ნეფე-დედოფლის სუფრის გაფორმებას გვიკვეთს, რისი ფასიც 100 ლარიდან იწყება და 2000-3000 ლარზე ადის. მთელი ქორწილის დიზაინის თანხა 6000-7000 ლარიც ჯდება.
- რა ქმნის ასეთ ძვირადღირებულ დიზაინს?
- უცხოეთიდან გამოწერილი ეგზოტიკური მცენარეები თუ სხვა ძვირადღირებული ატრიბუტები. ბევრი პატარძალი ცდილობს, რომ ქორწილი ორიგინალური ყვავილებით დაამშვენოს, ისეთით, რომელიც ბაზარზე არ არის. ყვავილების გარდა, ისეთი შეკვეთებიც გაქვს, ხშირად ჩვენც კი გვიკვირს - ზოგჯერ ნეფე-დედოფალი ხელის მოწერის დასამშვენებლად დამტვრეულ ავეჯს, ყუთებს, ხის კასრებს, ლითონის კარკასებსა და ასეთ რაღაცებს ითხოვს. ხშირად ქორწილის გასაფორმებლად სხვადასხვა ძვირადღირებულ ქსოვილს ირჩევენ. გაგრძელება