13 ნოემბერი, 2019
რომელი ცნობილი ქართველი ვარსკვლავი დაყვება თბილისის ქუჩებში მამა ნიკოლოზს
ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში ხშირად ექცევა. მას სამღვდელო საქმიანობა რამდენიმე ათეული წლის წინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუწყდა, თუმცა, ახლა დამოუკიდებლად სალოსობს.

ჰყავს მრავალრიცხოვანი მრევლი, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ მარჯანიშვილის თეატრში მას საღამოც მიუძღვნეს. ნიკოლოზის ფეისბუქ გვერდის ადმინის თქმით, ბერმა ნიკოლოზმა ღონისძიებაზე მისვლა ვერ შეძლო, თუმცა, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე სასწაულის ძალით გამოისახა და ამის ამსახველი ფოტო ქსელში გავრცელდა.

ნიკოლოზ მაქარაშვილი მდუმარებაშია და გარეთ იშვიათად გადის, თუმცა, ხალხი 24-საათიან რეჟიმში დგას მის სახლთან.

ჩვენ მიერ
მოპოვებული ინფორმაციით, ბერი ნიკოლოზის სასწაულების უამრავ ცნობილ ადამიანს სჯერა და მისი მრევლია, თუმცა, ამას საიდუმლოდ ტოვებენ.

სოციალურ ქსელში ვიპოვეთ ვიდეორგოლი, სადაც ბერ ნიკოლოზს სხვებთან ერთად, ცნობილი ქართველი მომღერალი დათო არჩვაძეც უმღერის.

"რეიტინგმა" სცადა დათო არჩვაძესთან დაკავშირება და საუბარი, თუმცა, მან არც სატელეფონო ზარებზე გვიპასუხა და არც ესემესზე.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS