რამდენიმე დღის წინ, პალესტინურმა „ისლამურმა ჯიჰადმა“ ისრაელს ომი გამოუცხადა, მას შემდეგ რაც ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა „ისლამური ჯიჰადის“ მეთაური ბაჰა აბუ ალ-ათა მოკლეს. მის სახელს ასობით ტერაქტი უკავშირდება ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე.
საპასუხოდ, ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე მასობრივი სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. სარაკეტო დარტყმების გამო, განგაშის სიგნალები ჩაირთო ქალაქებში: თელ-ავივი, მოდიინი, ხოლონი, აშქელონი და რიშონ ლე-ციონი.
აღნიშნულ ქალაქებში
ისრაელში მცხოვრები ქართველები და ქართველი ებრაელები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სიტუაცია ნელ-ნელა წყნარდება, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი რეალობა ქვეყანაში წლებია, გრძელდება.
AMBEBI.GE-ს ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, ტერორისტ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მკვლელობის შემდეგ, ისრაელში მდგომარეობა დაიძაბა და სამი კვირაა, ხშირად ესმით მოქალაქეებს სირენის ხმა, რათა თავი დაცულ ადგილებს შეაფარონ.
ელგა ქართველი ებრაელია, საქართველოდან სამშობლოში საცხოვრებლად 26 წლის წინ გადავიდა.
"26 წელია, რაც ისრაელში ვცხოვრობ, ქალაქ ნაზარეთში. ქალაქი იყოფა ორ ნაწილად დაბლა და მაღლა ნაზარეთად, დაბლა ნაწილი ეკუთვნით არაბებს, იქ ებრაელები არ ცხოვრობენ, ამის მიუხედავად, ურთიერთობა კარგი გვაქვს, არაა კონფლიქტური გარემო.
14 წლის წინ მახსოვს მხოლოდ ომის პერიოდი იყო, საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა მაშინ, "ჰისბალა" ქალაქ ხაიფას უმიზნებდა, სადაც არის ბენზინ-ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა და ეს ჩვენ ქალაქსაც შეეხო.
მახსოვს, სირენების შემზარავი ხმა, ქუჩებში მოძრაობდა გაბოროტებული ხალხი, სულ იმის მოლოდინში, რომ სირენის ჩართვის შემდეგ მალე მისულიყვნენ ადგილზე და "მიკლატისთვის" შეეფარებინათ თავი.
ყველა სახლს და დაწესებულებას აქვს დაცული ოთახები, ანუ "მიკლატები", სადაც არაფერი არაა, მხოლოდ 4 კედელი. სირენის ხმაზე ყველა იმ ოთახს აფარებს თავს და ელოდება როდის გაჩერდება ეს საზარელი ხმა.
ეს ნაზარეთში მხოლოდ ერთხელ მოხდა და რა უნდა ქნან აშკელონში მცხოვრებმა მოსახლეობამ, რომლებიც წლების მანძილზე ყოველდღიურად ამ შიშის ქვეშ იმყოფებიან?!
- როგორ უძლებთ ასეთ მდგომარეობას?
- მუდმივად საომარი ვითარება შიშს იწვევს ბავშვებში. დაიბომბა თელ-ავივი, ბათ-იამი, ეს ადრე არასდროს მომხდარა, ძირითადი ეპიცენტრი აშკელონი და მიმდებარე ტერიტორიები იყო ხოლმე. ვითარება ძალიან დაძაბულია, არ მუშაობს არც ერთი დაწესებულება. გვეუბნებიან, 3 დღეზე მეტხანს არ უნდა გასტანოს, თუმცა არ ვიცით რას ველოდოთ, ძალიან ვნერვიულობთ" - უყვება AMBEBI.GE-ს ელგა ნაზარეთიდან.
ირაკლი ნესუაშვილი თბილისელია, ვერაზე დაიბადა და გაიზარდა. ექვსი წელია ისრაელში, ქალაქ ბათ-იამში ცხოვრობს და უკვე ისრაელის მოქალაქეა. გაგრძელება