აღსანიშნავია, რომ სწორედ ანჟელა კელია პირველი ადამიანი, ვისაც უფლება მისცეს, სასახლის ამბებზე ოფიციალურად დაეწერა.
წიგნში კელიმ დედოფლის გარდერობისა და მაკიაჟის წესებზე ისაუბრა. ანჟელა კელი მემუარებში წერს, რომ დედოფალმა უარი თქვა ბუნებრივ ბეწვზე და გეგმავს, მხოლოდ ხელოვნური ბეწვის სამოსი ატაროს.
სტილისტის ნაამბობი ბუკინგემის სასახლის წარმომადგენლობამაც დაადასტურა. მათი განმარტებით, დედოფლის ყველა სამოსი ხელოვნური მასალებით იქმნება.