01 აპრილი, 2014
„ბევრი ქალი ჩემს მდგომარეობაშია - ქმართან ცხოვრობს და სხვა კაცი უყვარს“
მე კი თავს ვიტყუებ. ასე რომ ვფიქრობ, გული მეკუმშება ტკივილით, გაორებულ მდგომარეობაში ვარ, თანაც ფეხმძიმედ, მამუკასგან როცა შეცდომა დაშვებულია და გამოსავალის პოვნაც არ არის ადვილი, სიტუაციის მსხვერპლი დამნაშავის ძებნას იწყებს, რომ საკუთარი შეცდომები მას გადააბრალოს. ჩვენს შემთხვევაში 32 წლის ნუციკომ „განტევების ვაცი იპოვა“, თუმცა ეს შექმნილი ვითარების გამოსწორებაში ვერ ეხმარება.

- ერთი წლის წინ ჩემი მეგობარი ქალი იყო თქვენთან მოსული, მისგან ვიცი, რომ ანონიმურობა დაცული იქნება და მეც იმიტომ გავბედე თქვენთან მოსვლა. ვიცი, არავის გაუკვირდება ჩემი
ამბავი, რადგან დღეს ყოველი მეათე ქალი მაინც ჩემს მდგომარეობაშია.
- რა მდგომარეობას გულისხმობთ?
- იმას, რომ ქმრის ოჯახში იძულებით ცხოვრობს, მისი გული და სიყვარული კი სხვას ეკუთვნის. მე თელავში დავიბადე. ძალიან მკაცრი მამა მყავდა. მისი აზრით, ქალი შინიდან არ უნდა გასულიყო, ბიჭთან შეხვედრაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ისევ დედაჩემმა იაქტიურა და ოცდაოთხი წლის ასაკში გარიგებით გავთხოვდი.
- არჩევანმა გაამართლა?
- ჩემი მომავალი მეუღლე ერთი ნახვით მომეწონა, სიყვარულით კი არასოდეს მყვარებია. ახლა უკეთ ვიცი, რომ სიყვარული სულ სხვა რამ არის. ჩვენ ჩვეულებრივი ოჯახი შევქმენით. ტატო არ გამოდგა ცუდი ადამიანი. თითქმის ვუგებდით ერთმანეთს. მისი მშობლები თან მყვებოდნენ. ერთი ძმა ჰყავდა უკვე დაცოლშვილებული და ცალკე ცხოვრობდა. პირველი შვილი, თეკლა, ორი წლის შემდეგ შეგვეძინა. ჩემს მეუღლეს ბიჭი უნდოდა, მაგრამ გოგოს დაბადებამ დედამთილი გაახარა, რადგან თვითონ ქალიშვილი არ ჰყავდა. გოგო მშობლისთვის უფლის საჩუქარიაო, ამბობდა. სამი წლის შემდეგ მეორე ქალიშვილიც დაიბადა.
- ერთი შეხედვით, თქვენს თავს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა.
- კი, მაგრამ სხვა ქალებივით გულის ფანცქალით არ ველოდებოდი ქმრის სამსახურიდან დაბრუნებას და თუ დააგვიანდებოდა, ამაზეც არ ვდარდობდი. შინ მოსულს დიდი სიხარულით არ ვხვდებოდი, ამაზე ტატოს გული სწყდებოდა, მაგრამ თანდათან შეეჩვია. ერთადერთი ოცნება მქონდა, სამსახური მეშოვა და დიასახლისის ერთფეროვანი ცხოვრებისთვის დამეღწია თავი. ტატო ამაშიც დამეხმარა და სავაჭრო ცენტრში მენეჯერის ადგილი მიშოვა. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი.
- გამოჩნდა თქვენი ოცნების მამაკაცი...
- ის ახალგაზრდა იყო, დაქორწინებული, მაგრამ შვილი არ ჰყავდა. თავისი ბიზნესი ჰქონდა და ჩვენს უფროსთან მეგობრობდა. ეს ახალგაზრდა კაცი მამუკა გახლდათ. ის ყველაფრით გამოირჩეოდა, გარეგნობით, ქცევით. მის დანახვაზე ქალიშვილი გოგოსავით ვწითლდებოდი და გული გამალებით მიცემდა. საკუთარი თავი თვითონ გავეცი. მთელი არსებით მივილტვოდი მისკენ. როცა ვერ ვნახავდი, იმ დღეს ჩემზე უბედური არავინ მეგონა. ასეთი ლტოლვა რა შედეგითაც მთავრდება, ყველასთვის ცნობილია.
- მისი საყვარელი გახდით?
- დიახ. მან ბინა დაიქირავა და იქ ვხვდებოდით ერთმანეთს. ერთად გატარებულ პირველი ღამის შემდეგ უფრო მეტად შემიყვარდა. ასე გრძელდება დაახლოებით ორი წელია.
- თქვენი მეუღლე ვერაფერს ხვდება?
- ვერა და ეს უფრო მაღიზიანებს.
- რატომ? ეს იმას ნიშნავს, რომ გენდობათ.
- ალბათ ასეც არის. მხოლოდ დედამთილმა შემამჩნია ცვლილება, ხომ იცით, ქალის თვალს არაფერი გამოეპარება. რაღაც სხვანაირად მიყურებს, მაგრამ არაფერს მეუბნება. მამუკა მთხოვს, რატის ყველაფერი ვუთხრა, გავეყარო და მასზე ვიქორწინო, მაგრამ შინაგანი შიში ვერ დამიძლევია. ბუნებით მორჩილი და მშიშარა ვარ, ასე რომ არ ყოფილიყო, თავის დროზე მამაჩემის ნება-სურვილს არ დავყვებოდი და გარიგებით არ გავთხოვდებოდი. მაშინ რომ სწორი არჩევანი გამეკეთებინა, იქნებ ახლა ასეთი განსაცდელის წინაშე არ აღმოვჩენილიყავი.
- იქნებ ჯობია, ახლა თქვენი შიშის დაძლევაზე აღარ იფიქროთ, ბავშვებს ხომ მამა სჭირდებათ, თანაც მამუკასაც მეუღლე ჰყავს.
- ბავშვებზე მეც ვფიქრობ, მათ სიგიჟემდე უყვართ ტატო. რაც შეეხება დანარჩენს, ვიღაც-ვიღაცების გამო დიდ სიყვარულზე უარს ვერ ვიტყვი.
- ვიღაც-ვიღაცეები არ მიგულისხმია, ის ქალი მამუკას კანონიერი ცოლია და ვინ იცის, იქნებ თქვენზე მეტად უყვარს ქმარი.
- მას ველაპარაკე. მითხრა, მამუკას „ბაბნიკობამ“ დამღალა, რაც გინდათ ის ქენითო. რა თქმა უნდა, მისი ნათქვამი ცუდად მომხვდა გულზე, მაგრამ მერე მივხვდი, ასე იმიტომ თქვა, რომ მამუკაზე ცუდი წარმოდგენა შემექმნას და ჩამოვშორდე, თუმცა ხანდახან მაინც ვფიქრობ, იქნებ ჩემი რჩეული მართლაც ერთი ჩვეულებრივი მექალთანეა და მეტი არაფერი. მე კი თავს ვიტყუებ. ასე რომ ვფიქრობ, გული მეკუმშება ტკივილით, გაორებულ მდგომარეობაში ვარ, თანაც ფეხმძიმედ, მამუკასგან.
- დარწმუნებული ხართ, რომ ბავშვი მამუკასია?
- დიახ... არა, ზუსტად არ ვიცი, ახლა როგორ უნდა მოვიქცე, აღარ ვიცი, ან ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე, მე, ტატო, მამუკა თუ მამაჩემი...

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 36 /
ანნა
გამაგიჯებტ რაა, არუყვარს ქმმარი და ტავი სჰეაკლას?? მესმის რომ კარგს არაპერს აკეტებს მაგრამ ადამიანს უყვარტ ერტმანეტ არ სჰეიდზლება? აუცილებელია ტავისუპალ ადამიანებს სჰეუყვარდეტ ერტმანეტი, ქმრისგან ვერ ნახე სიტბო და იმიტომ გაიქცა სხვასტან, პული რა სჰუასჰია. პულიან კაცებს რატო ტოვებენ მასჰინ, მტავარი სიტბოა ,ისრომ ქმარს სცჰირდები და გაპასებს ისკიარა კვირასჰი ერტხელ რომ გხმარობს, ჰოდა სიტბო როცა გაკლია პატარა ბიდზი და მიდიხარ სხვაგან მერე,ნუ განსჯიტ რაა
16:30 / 25-04-2014
გამოხმაურება / 0 /
კატო
მამუკა კვარაცხელია-ს იცი რა მაინტერესებს ჩემო მამუკა? ქალმა თუ შეამჩნია ლტოლვა საკუთარ თავს მამაოსთან უნდა მივიდეს და ლექცია უნდა ისმინოს იმის თემაზე რომ ღალატი ცოდვაა და არ შეიძლება სხვის უბედურებაზე შენი ბედნიერება ააწყო ხომ? ამ დროს რას აკეთებს ქართველი კაცი? "აუჩუჩუნდება" მიდის და ბოზებში "გულაობს" ჩვენ ყველაფერი უნდა ვითბინოთ, თქვენ კი არაფერი უნდა მოიკლოთ ხომ? მაგარი ლოგიკაა პირდაპირ...
03:20 / 05-04-2014
გამოხმაურება / 0 /
დიანა
ამ ქალს ლანძღვა კი არა,ლაპარაკი უნდა,რომ შეიგნოს,რამხელა ცოდვაშია.შეუმცდარი არავინაა უფლის მეტი.შეცდომილს კი ხელის გაწოდება და სწორ გზაზე დაყენება უნდა მეგობრებო. დაფიქრდი დაიკო,შენით რამდენ ადამიანს აგდებ განსაცდელში-შენსა და შენი საყვარლის სრულიად უდანაშაულო შვილებს,მეუღლეებს,მშობლებს,მარტო იმისათვის,რომ გიყვარს.შენი ქმარი რომ უგულო დესპოტი იყოს,პირველი მე მოგიწოდებდი დაშორებას,მაგრამ მადლობა ღმერთს,ასე არ არის. ერთი რამ დაიმახსოვრე-შენს საქციელზე უფალი აუცილებლად მკაცრად დაგსჯის და მერე გვიანი იქნება თითზე კბენანი. ამიტომ ჯერ დაფიქრდი,სანამ რამეს გადაწყვეტდე.არასოდეს მოიჭრა უკან დასახევი გზა.შენმა შეცდომამ შეიძლება სამუდამო მარტოობისთვის გაგწიროს,რასაც ჩემს მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ.
05:11 / 04-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ოოო
არ ხარ მართალი ქმრის ღალატი რა მოსაწონია, დაეშვი ძიირს ნუ დაფრინავ, მიხედე ქმარს თორემ ბოლოს შენ დარჩები წაგებული
14:52 / 03-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მამუკა კვარაცხელია
ბოზის გარდა ეს ქალი არაადამიანია და რაც ყველაზე მეტად მენიშნა - ურწმუნო. ის არ არის ქრისტიანი, რადგან მსგავსი ბრძოლა ყველას აქვს და რწმენით უნდა დასძლიო. ეშმაკს არ სძინავს და ყოველ წამს გაცდუნებს! ყველას! საქმე იმაშია რომ მორწმუნე ადამიანი მყის აგდებს ფიქრს ამაზე, ას არარრაობა კი თავისი ბინძური ვაგინის გამო სასწაულ ცოდვას სცადის - საკუტარი ტავის, საკუთარი ქმრის, საკუთარი შვილების, მისი საყვარელის, მისი საყვარელის მეუღლის, მისი საყვარლის ბავშვების და სულ ახლად ჩასახული თვითონაც რომ არ იცის, ვისგან ყავს - იმ ბავშვის წინაშე!!!!!!!!!!!!!!!! ქალებო, თუ მსგავსი ლტოლვა შეამჩნიოთ საკუთარ თავს (ყველა ოჯახში ხდება!) - მყისვე მამაოსტან მიდით და ებრძოლეთ ეშმაკს!!! ღალატზე, თანაც ამგვარ ბინძურ ღალატზე ცუდი არაფერია!!!
14:08 / 03-04-2014
გამოხმაურება / 0 /
იკა
ერთი რამ მაინტერესებს ამ მოგალატე მეუგლეების რატო არ ფიქრობთ შვილებზე და მატ მომავალზე მათ ფსიქიკას რო ასეთ საქციელით ზიანს აყენებტ ვერ ხვდებით? თუ მთავარია თქვენი ვნებები დაიკმაყოფილოტ და ამ დაკ,აყოფილებას რა შედეგები მოყვება ამაზე არ ფიქრობთ.
12:06 / 03-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მ.
დამნაშავე შენ ხარ дура
10:24 / 03-04-2014
გამოხმაურება / 0 /
კაცო ჯერ ტატო იყო, მერე რატი, მერე ისევ ტატო, არ გბეზრდებათ ხომ სერიალების ყურება?!
05:59 / 03-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ბებიაშენი
23:36 / 02-04-2014
გამოხმაურება / 0 /
სსს
ეს ქალი არის ბოზიი რა რჩევებს აძლევთ რათ უნდა ქმარს ბოზი სახლში. ბოზიიი ხარრრრ
16:21 / 02-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS