01 აპრილი, 2014
„ბევრი ქალი ჩემს მდგომარეობაშია - ქმართან ცხოვრობს და სხვა კაცი უყვარს“
მე კი თავს ვიტყუებ. ასე რომ ვფიქრობ, გული მეკუმშება ტკივილით, გაორებულ მდგომარეობაში ვარ, თანაც ფეხმძიმედ, მამუკასგან როცა შეცდომა დაშვებულია და გამოსავალის პოვნაც არ არის ადვილი, სიტუაციის მსხვერპლი დამნაშავის ძებნას იწყებს, რომ საკუთარი შეცდომები მას გადააბრალოს. ჩვენს შემთხვევაში 32 წლის ნუციკომ „განტევების ვაცი იპოვა“, თუმცა ეს შექმნილი ვითარების გამოსწორებაში ვერ ეხმარება.

- ერთი წლის წინ ჩემი მეგობარი ქალი იყო თქვენთან მოსული, მისგან ვიცი, რომ ანონიმურობა დაცული იქნება და მეც იმიტომ გავბედე თქვენთან მოსვლა. ვიცი, არავის გაუკვირდება ჩემი
ამბავი, რადგან დღეს ყოველი მეათე ქალი მაინც ჩემს მდგომარეობაშია.
- რა მდგომარეობას გულისხმობთ?
- იმას, რომ ქმრის ოჯახში იძულებით ცხოვრობს, მისი გული და სიყვარული კი სხვას ეკუთვნის. მე თელავში დავიბადე. ძალიან მკაცრი მამა მყავდა. მისი აზრით, ქალი შინიდან არ უნდა გასულიყო, ბიჭთან შეხვედრაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ისევ დედაჩემმა იაქტიურა და ოცდაოთხი წლის ასაკში გარიგებით გავთხოვდი.
- არჩევანმა გაამართლა?
- ჩემი მომავალი მეუღლე ერთი ნახვით მომეწონა, სიყვარულით კი არასოდეს მყვარებია. ახლა უკეთ ვიცი, რომ სიყვარული სულ სხვა რამ არის. ჩვენ ჩვეულებრივი ოჯახი შევქმენით. ტატო არ გამოდგა ცუდი ადამიანი. თითქმის ვუგებდით ერთმანეთს. მისი მშობლები თან მყვებოდნენ. ერთი ძმა ჰყავდა უკვე დაცოლშვილებული და ცალკე ცხოვრობდა. პირველი შვილი, თეკლა, ორი წლის შემდეგ შეგვეძინა. ჩემს მეუღლეს ბიჭი უნდოდა, მაგრამ გოგოს დაბადებამ დედამთილი გაახარა, რადგან თვითონ ქალიშვილი არ ჰყავდა. გოგო მშობლისთვის უფლის საჩუქარიაო, ამბობდა. სამი წლის შემდეგ მეორე ქალიშვილიც დაიბადა.
- ერთი შეხედვით, თქვენს თავს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა.
- კი, მაგრამ სხვა ქალებივით გულის ფანცქალით არ ველოდებოდი ქმრის სამსახურიდან დაბრუნებას და თუ დააგვიანდებოდა, ამაზეც არ ვდარდობდი. შინ მოსულს დიდი სიხარულით არ ვხვდებოდი, ამაზე ტატოს გული სწყდებოდა, მაგრამ თანდათან შეეჩვია. ერთადერთი ოცნება მქონდა, სამსახური მეშოვა და დიასახლისის ერთფეროვანი ცხოვრებისთვის დამეღწია თავი. ტატო ამაშიც დამეხმარა და სავაჭრო ცენტრში მენეჯერის ადგილი მიშოვა. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი.
- გამოჩნდა თქვენი ოცნების მამაკაცი...
- ის ახალგაზრდა იყო, დაქორწინებული, მაგრამ შვილი არ ჰყავდა. თავისი ბიზნესი ჰქონდა და ჩვენს უფროსთან მეგობრობდა. ეს ახალგაზრდა კაცი მამუკა გახლდათ. ის ყველაფრით გამოირჩეოდა, გარეგნობით, ქცევით. მის დანახვაზე ქალიშვილი გოგოსავით ვწითლდებოდი და გული გამალებით მიცემდა. საკუთარი თავი თვითონ გავეცი. მთელი არსებით მივილტვოდი მისკენ. როცა ვერ ვნახავდი, იმ დღეს ჩემზე უბედური არავინ მეგონა. ასეთი ლტოლვა რა შედეგითაც მთავრდება, ყველასთვის ცნობილია.
- მისი საყვარელი გახდით?
- დიახ. მან ბინა დაიქირავა და იქ ვხვდებოდით ერთმანეთს. ერთად გატარებულ პირველი ღამის შემდეგ უფრო მეტად შემიყვარდა. ასე გრძელდება დაახლოებით ორი წელია.
- თქვენი მეუღლე ვერაფერს ხვდება?
- ვერა და ეს უფრო მაღიზიანებს.
- რატომ? ეს იმას ნიშნავს, რომ გენდობათ.
- ალბათ ასეც არის. მხოლოდ დედამთილმა შემამჩნია ცვლილება, ხომ იცით, ქალის თვალს არაფერი გამოეპარება. რაღაც სხვანაირად მიყურებს, მაგრამ არაფერს მეუბნება. მამუკა მთხოვს, რატის ყველაფერი ვუთხრა, გავეყარო და მასზე ვიქორწინო, მაგრამ შინაგანი შიში ვერ დამიძლევია. ბუნებით მორჩილი და მშიშარა ვარ, ასე რომ არ ყოფილიყო, თავის დროზე მამაჩემის ნება-სურვილს არ დავყვებოდი და გარიგებით არ გავთხოვდებოდი. მაშინ რომ სწორი არჩევანი გამეკეთებინა, იქნებ ახლა ასეთი განსაცდელის წინაშე არ აღმოვჩენილიყავი.
- იქნებ ჯობია, ახლა თქვენი შიშის დაძლევაზე აღარ იფიქროთ, ბავშვებს ხომ მამა სჭირდებათ, თანაც მამუკასაც მეუღლე ჰყავს.
- ბავშვებზე მეც ვფიქრობ, მათ სიგიჟემდე უყვართ ტატო. რაც შეეხება დანარჩენს, ვიღაც-ვიღაცების გამო დიდ სიყვარულზე უარს ვერ ვიტყვი.
- ვიღაც-ვიღაცეები არ მიგულისხმია, ის ქალი მამუკას კანონიერი ცოლია და ვინ იცის, იქნებ თქვენზე მეტად უყვარს ქმარი.
- მას ველაპარაკე. მითხრა, მამუკას „ბაბნიკობამ“ დამღალა, რაც გინდათ ის ქენითო. რა თქმა უნდა, მისი ნათქვამი ცუდად მომხვდა გულზე, მაგრამ მერე მივხვდი, ასე იმიტომ თქვა, რომ მამუკაზე ცუდი წარმოდგენა შემექმნას და ჩამოვშორდე, თუმცა ხანდახან მაინც ვფიქრობ, იქნებ ჩემი რჩეული მართლაც ერთი ჩვეულებრივი მექალთანეა და მეტი არაფერი. მე კი თავს ვიტყუებ. ასე რომ ვფიქრობ, გული მეკუმშება ტკივილით, გაორებულ მდგომარეობაში ვარ, თანაც ფეხმძიმედ, მამუკასგან.
- დარწმუნებული ხართ, რომ ბავშვი მამუკასია?
- დიახ... არა, ზუსტად არ ვიცი, ახლა როგორ უნდა მოვიქცე, აღარ ვიცი, ან ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე, მე, ტატო, მამუკა თუ მამაჩემი...

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 36 /
თღ
აი ღიპიანი გათხოვოლი ქალები შურით ბოღმას გადმოანთხევენ და ლანძღვას დაუწყებენ მათაც უნდათ ეგრე მაგრამ ვერ შოულობენ თუ არ უყვარს რა გინდათ მისგან თან გასდის
21:49 / 23-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
ხშირად , ხშირად წერეთ ასეთი ისტორიები ჟურნალისტებო, კარგი, ტრადიციული, პატიოსნებაზე არაფერი დაწეროთ, სვილებს რომ ღალატობს საკუთარი მე მამასთან გამოეჩინა და არ გაყოლოდა იმას ვინც არ უყვარდა, სვის უბედურებაზე აგებს ბედნიერებას და ამას აწონებთ საზოგადოებას, არა ჩვენი ერი გადაგვარებულია უკვე.
21:49 / 23-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ანნა
ვერ ვიტან მოღალატეებს.თუ არ გიყვარს გაშორდი და მერე რაც გინდა გააკეთე.
06:30 / 14-08-2014
გამოხმაურება / 0 /
keti
Ra knas ar ukvars kmari daa
23:30 / 12-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ver vitan roca sxvis ojaxshi dzvrebian tan ori shvilis deda vai shen patrons ...chumi boziii
19:59 / 12-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ანნა
ვაი შენსპატრონს!! ყველგან, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში , ნორმალურად მოაზროვნე საზოგადოებაში,ქმრის მოგალატე ცოლი ბოზიააააა! და ნუ გამოდიხართ აქ ზოგიერთები, ვითომ ზალიან შეგნებული და "თანამედროვე" ადამიანები .... სიყვარულის ნიღაბს ამოფარებული ამორალი, ( ამ ქალს Vგულისხმობ დ ა კიდევ მისნაირებს... )!!
15:51 / 12-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ni
Rogor mezizgebian iseti qalebii romlebic colian kacebtan dadian daa sxvas ojaxs ungreven. Chemi neba rom iyos yvela eget qals chamovaxrchobdi :@ fuu amazrzeniaa ubralod sxvis ybedurebaze sakutari bednierebis ageba!
15:29 / 12-08-2014
გამოხმაურება / 0 /
დადუ
ჯერ სად ხართ კაზანტიპი არ ჩატარებულა მერე ნახეთ გულისამაჩუყებელი ისტორიები საით მიექანება ქართული ჯიში და გენი
15:01 / 12-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მან
გმერთოჩემო რა ადვილია სხვისი ცხოვრების განკითხვაა.
14:38 / 12-08-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო
ეს არის ტიპიური მეძავი :)
13:54 / 12-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS