01 აპრილი, 2014
„ბევრი ქალი ჩემს მდგომარეობაშია - ქმართან ცხოვრობს და სხვა კაცი უყვარს“
მე კი თავს ვიტყუებ. ასე რომ ვფიქრობ, გული მეკუმშება ტკივილით, გაორებულ მდგომარეობაში ვარ, თანაც ფეხმძიმედ, მამუკასგან როცა შეცდომა დაშვებულია და გამოსავალის პოვნაც არ არის ადვილი, სიტუაციის მსხვერპლი დამნაშავის ძებნას იწყებს, რომ საკუთარი შეცდომები მას გადააბრალოს. ჩვენს შემთხვევაში 32 წლის ნუციკომ „განტევების ვაცი იპოვა“, თუმცა ეს შექმნილი ვითარების გამოსწორებაში ვერ ეხმარება.

- ერთი წლის წინ ჩემი მეგობარი ქალი იყო თქვენთან მოსული, მისგან ვიცი, რომ ანონიმურობა დაცული იქნება და მეც იმიტომ გავბედე თქვენთან მოსვლა. ვიცი, არავის გაუკვირდება ჩემი
ამბავი, რადგან დღეს ყოველი მეათე ქალი მაინც ჩემს მდგომარეობაშია.
- რა მდგომარეობას გულისხმობთ?
- იმას, რომ ქმრის ოჯახში იძულებით ცხოვრობს, მისი გული და სიყვარული კი სხვას ეკუთვნის. მე თელავში დავიბადე. ძალიან მკაცრი მამა მყავდა. მისი აზრით, ქალი შინიდან არ უნდა გასულიყო, ბიჭთან შეხვედრაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ისევ დედაჩემმა იაქტიურა და ოცდაოთხი წლის ასაკში გარიგებით გავთხოვდი.
- არჩევანმა გაამართლა?
- ჩემი მომავალი მეუღლე ერთი ნახვით მომეწონა, სიყვარულით კი არასოდეს მყვარებია. ახლა უკეთ ვიცი, რომ სიყვარული სულ სხვა რამ არის. ჩვენ ჩვეულებრივი ოჯახი შევქმენით. ტატო არ გამოდგა ცუდი ადამიანი. თითქმის ვუგებდით ერთმანეთს. მისი მშობლები თან მყვებოდნენ. ერთი ძმა ჰყავდა უკვე დაცოლშვილებული და ცალკე ცხოვრობდა. პირველი შვილი, თეკლა, ორი წლის შემდეგ შეგვეძინა. ჩემს მეუღლეს ბიჭი უნდოდა, მაგრამ გოგოს დაბადებამ დედამთილი გაახარა, რადგან თვითონ ქალიშვილი არ ჰყავდა. გოგო მშობლისთვის უფლის საჩუქარიაო, ამბობდა. სამი წლის შემდეგ მეორე ქალიშვილიც დაიბადა.
- ერთი შეხედვით, თქვენს თავს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა.
- კი, მაგრამ სხვა ქალებივით გულის ფანცქალით არ ველოდებოდი ქმრის სამსახურიდან დაბრუნებას და თუ დააგვიანდებოდა, ამაზეც არ ვდარდობდი. შინ მოსულს დიდი სიხარულით არ ვხვდებოდი, ამაზე ტატოს გული სწყდებოდა, მაგრამ თანდათან შეეჩვია. ერთადერთი ოცნება მქონდა, სამსახური მეშოვა და დიასახლისის ერთფეროვანი ცხოვრებისთვის დამეღწია თავი. ტატო ამაშიც დამეხმარა და სავაჭრო ცენტრში მენეჯერის ადგილი მიშოვა. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი.
- გამოჩნდა თქვენი ოცნების მამაკაცი...
- ის ახალგაზრდა იყო, დაქორწინებული, მაგრამ შვილი არ ჰყავდა. თავისი ბიზნესი ჰქონდა და ჩვენს უფროსთან მეგობრობდა. ეს ახალგაზრდა კაცი მამუკა გახლდათ. ის ყველაფრით გამოირჩეოდა, გარეგნობით, ქცევით. მის დანახვაზე ქალიშვილი გოგოსავით ვწითლდებოდი და გული გამალებით მიცემდა. საკუთარი თავი თვითონ გავეცი. მთელი არსებით მივილტვოდი მისკენ. როცა ვერ ვნახავდი, იმ დღეს ჩემზე უბედური არავინ მეგონა. ასეთი ლტოლვა რა შედეგითაც მთავრდება, ყველასთვის ცნობილია.
- მისი საყვარელი გახდით?
- დიახ. მან ბინა დაიქირავა და იქ ვხვდებოდით ერთმანეთს. ერთად გატარებულ პირველი ღამის შემდეგ უფრო მეტად შემიყვარდა. ასე გრძელდება დაახლოებით ორი წელია.
- თქვენი მეუღლე ვერაფერს ხვდება?
- ვერა და ეს უფრო მაღიზიანებს.
- რატომ? ეს იმას ნიშნავს, რომ გენდობათ.
- ალბათ ასეც არის. მხოლოდ დედამთილმა შემამჩნია ცვლილება, ხომ იცით, ქალის თვალს არაფერი გამოეპარება. რაღაც სხვანაირად მიყურებს, მაგრამ არაფერს მეუბნება. მამუკა მთხოვს, რატის ყველაფერი ვუთხრა, გავეყარო და მასზე ვიქორწინო, მაგრამ შინაგანი შიში ვერ დამიძლევია. ბუნებით მორჩილი და მშიშარა ვარ, ასე რომ არ ყოფილიყო, თავის დროზე მამაჩემის ნება-სურვილს არ დავყვებოდი და გარიგებით არ გავთხოვდებოდი. მაშინ რომ სწორი არჩევანი გამეკეთებინა, იქნებ ახლა ასეთი განსაცდელის წინაშე არ აღმოვჩენილიყავი.
- იქნებ ჯობია, ახლა თქვენი შიშის დაძლევაზე აღარ იფიქროთ, ბავშვებს ხომ მამა სჭირდებათ, თანაც მამუკასაც მეუღლე ჰყავს.
- ბავშვებზე მეც ვფიქრობ, მათ სიგიჟემდე უყვართ ტატო. რაც შეეხება დანარჩენს, ვიღაც-ვიღაცების გამო დიდ სიყვარულზე უარს ვერ ვიტყვი.
- ვიღაც-ვიღაცეები არ მიგულისხმია, ის ქალი მამუკას კანონიერი ცოლია და ვინ იცის, იქნებ თქვენზე მეტად უყვარს ქმარი.
- მას ველაპარაკე. მითხრა, მამუკას „ბაბნიკობამ“ დამღალა, რაც გინდათ ის ქენითო. რა თქმა უნდა, მისი ნათქვამი ცუდად მომხვდა გულზე, მაგრამ მერე მივხვდი, ასე იმიტომ თქვა, რომ მამუკაზე ცუდი წარმოდგენა შემექმნას და ჩამოვშორდე, თუმცა ხანდახან მაინც ვფიქრობ, იქნებ ჩემი რჩეული მართლაც ერთი ჩვეულებრივი მექალთანეა და მეტი არაფერი. მე კი თავს ვიტყუებ. ასე რომ ვფიქრობ, გული მეკუმშება ტკივილით, გაორებულ მდგომარეობაში ვარ, თანაც ფეხმძიმედ, მამუკასგან.
- დარწმუნებული ხართ, რომ ბავშვი მამუკასია?
- დიახ... არა, ზუსტად არ ვიცი, ახლა როგორ უნდა მოვიქცე, აღარ ვიცი, ან ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე, მე, ტატო, მამუკა თუ მამაჩემი...

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 36 /
არმაგედონი
ანნა უძვირფასესიო რას გეტყვით იცი? ადამიანი, მარტო იმაზე რომ ფიქრობს, ძვირფასი ტრიკო ჩაიცვა და..იქნებ კარგი გამოჩნდება სხვების თვალში..ის ადამიანი უკვე აღარ არის..ქმარი რა..წეროს მოიყვანა? თუ წილად ფერგიუსონი..დაემორჩილა შენ გვერდით მდგომ კაცს..როცა ირგვლივ არავინ დარჩება განწირული ხარ..
06:28 / 06-07-2016
გამოხმაურება / 0 /
Armagedoni
მაგარი კაცი ჰყავს გვერდით..ტატოზე ვამბობ..მამაც მაგარი კაცი ჰყავს..რაც შეეხება სიყვარულს მოპოვება და ფერება უნდა..დადგება დრო და გაგიჭირდება ძლიერ.."როცა ირგვლივ არავინ რჩება..განწირული ხარ".. გიფიქრია ამაზე.?..მარა..შენნაირები ამ ცხოვრების" სიამეებით არიან დაინტერესებულები..
06:06 / 06-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ნატო
ამ კვეკნად დედაშვილურ სიკვარულზე დზვირფასი არაფერია ეგ შენი დროებითი ვნებანი გაგივლის და ბოლოს ინანებ არც იმის ოჯახია იმის გირსი რომ ასე სასტიკად ეკცევი.მთელი ცხოვრება როგორ უნდა გაატარო რომელიც სხვის უბედურებაზე გეკნება აგებული.ამიტომ გონს მოდი და შენს ოჯახს მიხედე.მაგ შენმა საკვარელმა მამაკაცმა დგეს ტუ შენ გიპოვა ხვალ სხვას იპოვის და ჯობია შენს შვილებს და კმარს მიხედო
23:28 / 17-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ლა
რომ შეგიყვარდა სხვა გასაგებია და ქმარი რომ არ გიყვარს მაგრამ არ გირს სხვა კაცის გამო და თუნდაც სიყვარულის გამო შვილების მიტოვება, თან ქმარი როდესაც ცუდად არ გექცევა...სინდისი არ გაწუხებს...დამიჯერე, აუცილებლად ინანებ
10:50 / 17-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნაქნა
ეე ეს მოსული ძველი პონტია ვერავის გააკვირვებ
08:20 / 17-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მანუ
ყველაფერს თავისი სახელი რომ დავარქვათ ვერა??? ეს სიყვარული კი არა მინიმუმ უსინდისობაა,მაქსიმუმ ღალატი და უზნეობა...თუ არ გიყვარს ქმარი გასცილდი,რა საქციელია ერთი გიყვარს და მეორისგან ბავშვს ელოდები,ამას ჩემო კარგო ბოზობაც აღარ ჰქვია!!!!
00:53 / 17-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკ კა
ჩემო ანონიმურო მეგობარო, ოჯახს მიხედე, შვილები გყავს და პატივისმცემელი მეუღლე, მამუკათი გატაცება დროებითია და დარჩები ყველასგან შეურაცხყოფილი, შენი შვილებიც არ გაპატიებენ შენ საქციელს
22:24 / 16-04-2015
გამოხმაურება / 0 /
lll
Fu aset kals bozi kvia da ojaxis damangreveli zukna...ufali ar apatiebs eget matyuarebs...
22:22 / 16-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ელენე
ეს ქალი დზან ცუდად იქცევა ზედმეტი პატივისცემის ბრალია ეს რა უმსგავსობაა სწორედ ეგ არის ბოზობა ქმარი ყავს ჰყავს სჰვილები და კიდევ გატხოვებაზე ფიქრობს პლიუს კიდევ ოჯახს უნგრევს რა ქალია მაგი სახლსჰი არ უნდა სჰემოუსჰვა მაგისტანები არც დედაა და არც ცოლი წავიდეს სახლიდან დარაც უნდა ის აკეტოსმერე
23:55 / 23-10-2014
გამოხმაურება / 0 /
nat
Ratom arian kvelaze sastikebi isev kalebi kalebis mimart,araravin ar icis mis adgilas rogor moikceodit,sheidzleba gasamartlebeli ar aris magram kvelani adamianebi vart...kvelas udgeba momenti roca ragac sisustes vavlent.
22:05 / 23-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS