თურქი ქალი ვალდებულია, ქუჩაში გზა მამაკაცს დაუთმოს, მისთვის გადასწრება ეკრძალება.
არც ქალისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გზის დათმობაა მიღებული.
მეჩეთში, დაკრძალვაზე კი ქალს მხოლოდ კაცის უკან დგომის უფლება აქვს.
თურქული კაფეების და სასადილობის დიდ
ცოლებთან და ქალიშვილებთან ერთად მოსული კლიენტებისთვის ცალკე დარბაზებია გამოყოფილი - ე.წ. ოჯახური, "აილესალონები".
დიდ ქალაქებშიც კი, ნაცნობთან შეხვედრისას მიუღებელია ცოლის ან ზრდასრული ქალიშვილის მოკითხვა, მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კითხვის დასმა.
პატარა ქალაქების კინოთეატრებში დღესაც იყიდება ბილეთები "ოჯახურ ადგილებზე", რომელიც დარბაზის დანარჩენი ნაწილისგან გადატიხრულია, - აქ ქალები, გოგონები და ბავშვები სხდებიან, მამაკაცებს შესვლა ეკრძალებათ.
სტამბულში, ანკარასა და სხვა დიდ ქალაქებში ასეთი რამ ნაკლებად გვხვდება, თუმცა, ღია საზაფხულო კინოთეატრებში, სადაც ადგილები დანომრილი არ არის, ქალები მაინც მამაკაცებისგან ცალკე სხდებიან.
ღოდესაც თურქულ ქალაქში პოპულარული მომღერალი ჩადის, ჩვეულებრივი კონცერტების გარდა იმართება ოჯახური კონცერტები, რომელზეც დასწრება მხოლოდ ქალებს, გოგონებს და 16 წლამდე ბიჭებს შეუძლიათ, კაცების შესვლა აკრძალულია.
სადღესასწაულო დღეებში, განსაკუთრებით საღამოობით, ქუჩებში ქალს იშვიათად შეხვდებით, მოსეირნეებს შორის მამაკაცები ჭარბობენ, ან ქალები მამაკაცის თანხლებით.
ყოველდღიურ საყიდლებზეც კი ქალები ერთად, ჯგუფებად დადიან,-ნათესავები, მეზობლები შეიკრიბებიან...
მედიცინის სფეროში მიღწევების მიუხედავად, თურქეთში ექიმების, განსაკუთრებით კი ექთნების ნაკლებობაა. მშობლები ფიქრობენ, რომ ქალს უცხო მამაკაცთან, თუნდაც ავადმყოფთან მიკარების უფლება არა აქვს, ეს უზნეობაა.
ამის გამო, თურქულ საავადმყოფოებში ხშირად შეხვდებით მამაკაც სანიტრებსა და "მოწყალების ძმებს". მეტიც, სულ რამდენიმე წლის წინ მიიღეს კანონი, რომლითაც, გოგონებს, რომლებიც ქალიშვილები არ იყვნენ, საშუალო სამედიცინო სასწავლებლებში სწავლა ეკრძალებოდათ.
ქუჩაში კოცნა მკაცრად ისჯება, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში უამრავი ბორდელია, რომლის ნახევრადშიშველი "თანამშრომლები" კლიენტებს დღისით და ღამით იწვევენ. თუმცა, თურქების უმრავლესობის აზრით, ისინი მამაკაცების მხრიდან დაცვასა და ზრუნვას არ იმსახურებენ, რადგან დიდი ხანია ტრადიციებზე უარი თქვეს.