01 აპრილი, 2014
თუ ქალიშვილი არ ხარ, სწავლა გეკრძალება - 21-ე საუკუნის აკრძალვები თურქეთში
თურქული კაფეების და სასადილობის დიდ ნაწილში არ ისმის დასავლური მუსიკა, არ ყიდიან სპირტიან სასმელებს დღეს ჩვენში პოპულარული ტელესერიალებით თუ ვიმსჯელებთ, თურქეთი სუპერ-ევროპული სახელმწიფოა, სადაც ყველა მეორე ინგლისურად ან გერმანულად ლაპარაკობს, თუმცა, რეალობა "ცოტა" განსხვავებულია, სინამდვილეში, ისლამური ტრადიციები აქ ჯერ კიდევ ძლიერია და არამარტო პროვინციებში:

თურქი ქალი ვალდებულია, ქუჩაში გზა მამაკაცს დაუთმოს, მისთვის გადასწრება ეკრძალება.
არც ქალისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გზის დათმობაა მიღებული.

მეჩეთში, დაკრძალვაზე კი ქალს მხოლოდ კაცის უკან დგომის უფლება აქვს.

თურქული კაფეების და სასადილობის დიდ
ნაწილში არ ისმის დასავლური მუსიკა, არ ყიდიან სპირტიან სასმელებს.

ცოლებთან და ქალიშვილებთან ერთად მოსული კლიენტებისთვის ცალკე დარბაზებია გამოყოფილი - ე.წ. ოჯახური, "აილესალონები".

დიდ ქალაქებშიც კი, ნაცნობთან შეხვედრისას მიუღებელია ცოლის ან ზრდასრული ქალიშვილის მოკითხვა, მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კითხვის დასმა.

პატარა ქალაქების კინოთეატრებში დღესაც იყიდება ბილეთები "ოჯახურ ადგილებზე", რომელიც დარბაზის დანარჩენი ნაწილისგან გადატიხრულია, - აქ ქალები, გოგონები და ბავშვები სხდებიან, მამაკაცებს შესვლა ეკრძალებათ.

სტამბულში, ანკარასა და სხვა დიდ ქალაქებში ასეთი რამ ნაკლებად გვხვდება, თუმცა, ღია საზაფხულო კინოთეატრებში, სადაც ადგილები დანომრილი არ არის, ქალები მაინც მამაკაცებისგან ცალკე სხდებიან.

ღოდესაც თურქულ ქალაქში პოპულარული მომღერალი ჩადის, ჩვეულებრივი კონცერტების გარდა იმართება ოჯახური კონცერტები, რომელზეც დასწრება მხოლოდ ქალებს, გოგონებს და 16 წლამდე ბიჭებს შეუძლიათ, კაცების შესვლა აკრძალულია.

სადღესასწაულო დღეებში, განსაკუთრებით საღამოობით, ქუჩებში ქალს იშვიათად შეხვდებით, მოსეირნეებს შორის მამაკაცები ჭარბობენ, ან ქალები მამაკაცის თანხლებით.
ყოველდღიურ საყიდლებზეც კი ქალები ერთად, ჯგუფებად დადიან,-ნათესავები, მეზობლები შეიკრიბებიან...

მედიცინის სფეროში მიღწევების მიუხედავად, თურქეთში ექიმების, განსაკუთრებით კი ექთნების ნაკლებობაა. მშობლები ფიქრობენ, რომ ქალს უცხო მამაკაცთან, თუნდაც ავადმყოფთან მიკარების უფლება არა აქვს, ეს უზნეობაა.

ამის გამო, თურქულ საავადმყოფოებში ხშირად შეხვდებით მამაკაც სანიტრებსა და "მოწყალების ძმებს". მეტიც, სულ რამდენიმე წლის წინ მიიღეს კანონი, რომლითაც, გოგონებს, რომლებიც ქალიშვილები არ იყვნენ, საშუალო სამედიცინო სასწავლებლებში სწავლა ეკრძალებოდათ.

ქუჩაში კოცნა მკაცრად ისჯება, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში უამრავი ბორდელია, რომლის ნახევრადშიშველი "თანამშრომლები" კლიენტებს დღისით და ღამით იწვევენ. თუმცა, თურქების უმრავლესობის აზრით, ისინი მამაკაცების მხრიდან დაცვასა და ზრუნვას არ იმსახურებენ, რადგან დიდი ხანია ტრადიციებზე უარი თქვეს.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
მაკო
რაღაც არ მჯერა, თურქეთში არ ვარ ნამყოფი მაგრამ დორნის კონცერტს ვუყურე თურქეთის კლუბში ჰქონდა, იქ ყოფნა ვინატრე ისეთი კარგი სიტუაცია იყო, მაგრადაც ერთობოდნენ, გოგონებს ამოღებულიც ეცვათ და ჩახსნილიც.
15:52 / 10-01-2015
გამოხმაურება / 0 /
Xხხ
ხალხო საიდან მოგაქვთ ეგეტი რაგაცეები Gავლიტაც არ ხართ ალბათ ტურქეთშI ნამყოფი.დამიჯერეტ ჩვენზე ბევრად წინ არიან.ჩვენზე მეტი არაქალიშვილიცაა:))სიგარეტსაც ჩVეულებრივ ეწევიან ქუჩაში,და მოკლე კაბებითAც დადიან.ზოგი რომ წერს საზიზგარი ერიაო რატოა საზიზღარი?თვალიტ არ გინახიათ ალბათ თUრქი.ზალიანაც Kარგი ხალხია.ნუ ჩVენ ქართVელები ხო ზაან მაგრები Vარტ და ჩვენზე უკეტესი Eრი არ არსებობს Aრადა ვწამტ Eრტმანეტს
01:33 / 10-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ამდენი წელია თურქეთში ვარ და ასეთი სისულელე არ გამიგია საიდან იგონებთ
15:55 / 03-04-2014
გამოხმაურება / 0 /
დათა
საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ერის განადგურებით იყვნენ დაკავებულები და ამათი ყურება რბილად რომ ვთქვათ არასწორია ან რომელ მოძმე ერზეა საუბარი
12:38 / 02-04-2014
გამოხმაურება / 1 /
ანა
ბევრი ქართველი იქ გათხოვდა და ძან ბედნიერიცაა თქვენ კი საცოდავები ხართ უმაქნისი და მდაბიო კაცები
22:39 / 13-03-2018
მართა
ზოგადად კარგი და ცუდი ყველა ერშია, მაგრამ თურქები საზიზღარები არიან, გაიხსენეთ ხალხო ფილმი ,,შუაღამის ექსპრესი'' ...მწელებიც მიყვარს რამოდენიმე ...მაგრამ მაინც თურქები აუტანლები არიან!...მოაშორეთ მაგათი ფილმები ქართული სივრციდან! ქალები ვითომ კლდებვამოსილები და ჩადრაფარებულები...სასაცილოა :):) :)
11:20 / 02-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS