31 მარტი, 2014
როგორ გავსუქდეთ? - "ქალი ლოგინს უნდა ავსებდეს"
ქალების უმრავლესობა მთელი ცხოვრება სულ რამდენიმე კილოგრამის დაკლებაზე ოცნებობს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც გასუქება, წონაში მომატება უნდათ მართალია, ქალების უმრავლესობა მთელი ცხოვრება სულ რამდენიმე კილოგრამის დაკლებაზე ოცნებობს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც გასუქება, წონაში მომატება უნდათ. მითუმეტეს, რომ კავკასიელ მამაკაცებს ძალზე გამხდარი ქალები თვალში არ მოსდით, თვლიან, რომ "ქალი ლოგინს უნდა ავსებდეს"... როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?

1.
უნდა ვიკვებოთ, სულ მცირედღეში ხუთჯერ მაინც და რაც მთავარია, ერთსა
და იმავე დროს.

2. ყოველი ლუკმა დიდხანს უნდა ვღეჭოთ და ინდაურივით, ჩქარ-ჩქარა არ ვყლაპოთ.

3. ვერიდოთ სტრესს და უარყოფით რეაქციას განსაკუთრებით ჭამის წინ.

4. ვეცადოთ შეძლებისდაგვარად ადრე, დილის 8 საათისთვის ვისაუზმოთ, საუზმისას არც ტელევიზორს ვუყუროთ და გაზეთიც გვერდზე გადავდოთ.

5. " მსუქანი დიეტის" დროს უარი ვთქვათ ყავაზე, ალკოჰოლზე, შავ ჩაიზე, ასევე კოკა-კოლასა და ანტიდეპრესანტებზე.

6. დღეღამეში 8-10 საათი მაინც ვიძინოთ ბუნებრივი ძილით, არავითარი საძილე აბები!

7. ვახშმის მერე ნახევარი ლიტრი თბილი ლუდი დავლიოთ, მცირე ყლუპებით, რომ ღრმა და უშფოთველი ძილით დავიძინოთ.

8. სადილის შემდეგ ნახევარი საათი მაინც წამოვწვეთ, დავისვენოთ, ვახშმის წინ კი სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ.

9. რაც შეიძლება მეტი ჭამეთ, განსაკუთრებითკარაქი, ნაღები, ხორცეული და კაკალი. სვით ხილის წვენი და რძიანი კაკაო.

10. და თუ ამ "ოქროსწესებმა" ვერ გიშველათ და ისევ ლერწამივით ხართ, მიმართეთ ენდოკრინოლოგს, შესაძლოა, ეს მძიმე ენდოკრინული დარღვევის სიგნალი იყოს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ლევშა
ძლივს ერთხელ გასუქებაზე ვიღაცამ დაწერა,არადა 50% ს ეს აწუხებს.მადლობა,მაგრამ ჭამა არ მშველის-გენეტიკურს ვერც ექიმი უშველის.
00:49 / 08-04-2019
გამოხმაურება / 0 /
ფუჰ ,საქონლებო ხართ რა
01:09 / 27-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ელენე
აუ მაგარი რაღაცაა განსაკუთრებით ლუდი მომეწონა რო წერია :D
19:59 / 30-07-2014
გამოხმაურება / 0 /
კაცი
მართალია. ქალმა ლოგინი უნდა შაამსოს,აბა ძვლების გროვა ვის უნდა?
21:49 / 31-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS