03 ოქტომბერი, 2019
რა ღირს თმის ჩაბარება საქართველოში და რა ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს სხვისი თმისგან გაკეთებულმა პარიკმა
თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში მოძ­რა­ო­ბი­სას, ხში­რად ნა­ხავთ ხე­ებ­ზე ან შე­ნო­ბებ­ზე გაკ­რულ გან­ცხა­დე­ბებს - "შე­ვის­ყი­დი თმას მა­ღალ ფა­სად". თმას იბა­რებს თბი­ლი­სის თით­ქმის ყვე­ლა სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნიც. მი­ზე­ზი ერ­თია - სი­ლა­მა­ზის ბა­ზარ­ზე ბუ­ნებ­რი­ვი თმის ჩა­ბა­რე­ბა­ზე მო­თხოვ­ნა დი­დია. ეს კი თმის დაგ­რძე­ლე­ბის ტრენდმა და ბუ­ნებ­რი­ვი თმის პა­რი­კე­ბის მო­დამ გა­მო­იწ­ვია.

სხვა­თა ­შო­რის, პა­რი­კებს ბევ­რი ცნო­ბი­ლი სა­ხეც ატა­რებს, მათ შო­რის მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი.



AMBEBI.GE შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, რა ფასი აქვს ბუ­ნებ­რივ თმას სი­ლა­მა­ზის ინ­დუსტრი­ა­ში.

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, ქალ­ბა­ტო­ნი ინე­ზა, წლე­ბია ბუ­ნებ­რივ თმას იბა­რებს
და რო­გორც სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, ფა­სე­ბი მკვეთ­რად შეც­ვლი­ლია:


"ნა­ტუ­რა­ლუ­რი თმის ჩა­ბა­რე­ბის ფა­სე­ბი მერ­ყე­ობს თმის ხა­რის­ხის და სიგ­რძის მი­ხედ­ვით. და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, მე და კლი­ენ­ტი რო­გორ მო­ვი­ლა­პა­რა­კებთ, მაგ­რამ ზო­გა­დად, 1 კი­ლოგ­რა­მი თმის ფასი 50 ლა­რი­დან იწყე­ბა და 350 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. მთა­ვა­რია ხა­რის­ხი, თო­რემ თმა დი­დის იქ­ნე­ბა თუ ბავ­შვის, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა.

ბოლო წლებ­ში, ძა­ლი­ან დი­დია მო­თხოვ­ნაა თმის ჩა­ბა­რე­ბა­ზე და ვერ ვი­ტყვი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ამას მხო­ლოდ გა­ჭირ­ვე­ბის გამო აკე­თე­ბენ. იცი­ან, რომ შე­უძ­ლი­ათ მოჭ­რი­ლი თმა ჩა­ა­ბა­რონ და ამა­ში ფული აი­ღონ და რა­ტომ უნდა გა­და­ყა­რონ?!



ადრე ბევ­რს ერი­დე­ბო­და ჩა­ბა­რე­ბის, რცხვე­ნო­დათ, ძი­რი­თა­დად გა­ჭირ­ვე­ბის გამო აკე­თებ­დნენ, ახლა ასე აღარ არის. თმის ჩა­სა­ბა­რებ­ლად ჩვენ­თან ყვე­ლა ფე­ნის ადა­მი­ა­ნი მო­დის, საკ­მა­ოდ მდიდ­რე­ბიც. ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც თმას იჭ­რი­ან, სტი­ლის­ტი იტო­ვებს, ფულს არ უხ­დის კლი­ენტს და ამ თმას თვი­თონ ყი­დის.

- შე­ღე­ბილ თმას თუ იბა­რებთ?

- წლე­ბია, ამ ბიზ­ნეს­ში ვარ, ადრე ჭა­ღა­რა და შე­ღე­ბი­ლი თმაც ბარ­დე­ბო­და, მაგ­რამ ახლა აღა­რაა მო­და­ში. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე იბა­რებ­დეს კი­დეც, მაგ­რამ ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი არ არის. პი­რა­დად მე ვინ მა­ბა­რებს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა. ჩა­ბა­რე­ბულ თმას რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ვუ­კე­თებ, უფრო ყო­ველ­დღი­ურ პა­რი­კებ­ზე და ცეკ­ვის ნაწ­ნა­ვებ­ზე ვმუ­შა­ობ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძა­ლი­ან ბევ­რი ცეკ­ვის სტუ­დი­აა სა­ქარ­თვე­ლო­ში და მო­თხოვ­ნაც დი­დია.



თბი­ლი­სის ერთ-ერთი სა­ლო­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ თმის ჩა­ბა­რე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი ძი­რი­თა­დად "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე წე­რენ:

- "ფე­ის­ბუქ­ზე" გვწე­რენ, მო­დი­ან და ვი­ბა­რებთ. ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი მა­ინც ბავ­შვის თმაა, შე­უ­ღე­ბა­ვი და ხა­რის­ხი­ა­ნი. ფასი 100 ლა­რი­დან იწყე­ბა, გა­აჩ­ნია მო­ცუ­ლო­ბას. ძი­რი­თა­დად, 200-300 ლა­რამ­დე ვიხ­დით ხოლ­მე. შემ­დეგ ამ თმას ვა­მუ­შა­ვებთ, კაფ­სუ­ლე­ბის სა­ხით ვა­კე­თებთ და კლი­ენ­ტებს ვემ­სა­ხუ­რე­ბით, ვი­საც დაგ­რძე­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ.

- რა ღირს თმის დაგ­რძე­ლე­ბა?

- 6-7 ლარი ღირს სა­შუ­ა­ლოდ ერთი კაფ­სუ­ლა, აქაც გა­აჩ­ნია სიგ­რძეს და თმის ხა­რისხს. ერთ ადა­მი­ანს 90-100 კაფ­სუ­ლა სჭირ­დე­ბა სა­შუ­ა­ლოდ, უფრო სქე­ლი თმა თუ უნდა 100-150. დაგ­რძე­ლე­ბუ­ლი თმა ზოგს 3 თვე უძ­ლებს, ზოგს 5-6 თვე, გა­აჩ­ნია რა სიხ­ში­რით ეზ­რდე­ბათ. შემ­დეგ მო­დის კლი­ენ­ტი სა­ლონ­ში, ვხსნით და კო­რექ­ცი­ას ვუ­კე­თებთ".

რო­გორც AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, თმის დაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო ფასი 550 ლა­რი­დან იწყე­ბა და 1500 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. ბუ­ნებ­რი­ვი თმის პა­რი­კე­ბის ფა­სე­ბი სიგ­რძის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა და მოკ­ლე თმის სა­შუ­ა­ლო ფასი 250-500 ლა­რია, გრძე­ლი თმის პა­რი­კი 750-1200 ლა­რამ­დე ღირს. მე­ო­რა­დი პა­რი­კე­ბი ბაზ­რო­ბებ­ზე 55 ლა­რა­დაც იყი­დე­ბა.

ადა­მი­ა­ნის თმა რომ დიდი ენერ­გე­ტი­კის მა­ტა­რე­ბე­ლია, ამა­ზე არა­ერ­თი მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს. ხში­რად გაგ­ვი­გია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი გა­და­ტა­ნი­ლი უბე­დუ­რე­ბის შემ­დეგ თმა­საც კი იჭ­რი­ან, რომ ცუდი აურა გა­ა­ტა­ნონ. ასე­ვე, თმის შეჭ­რა სა­უ­კე­თე­სო ან­ტი­დეპ­რე­სან­ტია, რო­დე­საც გინ­და, ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც შეც­ვა­ლო.

რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა და რა ენერ­გე­ტი­კის მა­ტა­რე­ბე­ლია თმა - ამის შე­სა­ხებ ას­ტრო­ლოგ მი­ხე­ილ ცა­გა­რელს ვკი­თხეთ. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS