18 სექტემბერი, 2019
რა გელოდებათ 2020 წელს, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
2020 წელი აღმოსავლური კალენდრის 12-წლიან ციკლს გახსნის. მისი დიასახლისი თეთრი მეტალის ვირთხა იქნება. თან ნუ დაგავიწყდებათ, რომ 2020 ნაკიანი წელია. გაიგეთ პირველებმა, რა გელოდებათ და რისთვის უნდა მოემზადოთ 2020 წელს.

ვერძი - გამოცდებისა და გამძლეობის წელი დაგიდგათ
სიჯიუტითა და მიწოლით ვერაფერს მიაღწევთ და ამას წლის დასაწყისშივე მიხვდებით. უნდა იყოთ მეტად რბილი და მოქნილი, უხეშობა კი დიპლომატიით ჩაანაცვლოთ. მოთმინებითაც აღიჭურვეთ, თუ გსურთ, პოზიტიურ ტალღაზე იყოთ და მინუსებზე მეტი პლუსები გქონდეთ.

კურო - თქვენი წელია, თამამად იმოქმედეთ
რაც უფრო მეტად იქნებით მიზანმიმართული, მით უკეთესია თქვენთვის. იყავით შედეგზე, გამარჯვებაზე ორიენტირებული. წარმატება მოვა, მაგრამ ცოტა უნდა გააქტიურდეთ. ზოგიერთი ცხოვრების კარდინალურად შეცვლას გადაწყვეტს, მიუხედავად იმისა, რომ ვენერას შვილიკოებს ცვლილებები არ უყვართ.

ტყუპი - ოპტიმისტური წელია
ახალ ნაცნობობასა და საინტერესო წინადადებას გპირდებათ. შეიძლება შეიცვალოს თქვენი ოჯახური სტატუსი. მსუბუქი წელი გელით. სასურველს მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღებთ. სამყაროსგან სასიამოვნო სიურპრიზებიც გელით.

კირჩხიბი - სერიოზული არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით
ან უნდა გარისკოთ და სურვილის ასრულებით გაბედნიერდეთ, ან ინანოთ, რომ შანსი გაუშვით ხელიდან. თუ პოზიტიური ცვლილებები გსურთ, თქვენი "ნიჟარიდან" უნდა გამოხვიდეთ და ყველას დაუმტკიცოთ, რომ საუკეთესოს იმსახურებთ. ხანდახან კი უნდა მოდუნდეთ და მიიღოთ ყველაფერი ისე, როგორც სინამდვილეშია.

ლომი - გამოცდების წელი დაგიდგათ
მზად იყავით მოვლენების მოულოდნელი განვითარებისთვის. ძალიან ბევრი რამ თქვენს მონდომებასა და სიძლიერეზე იქნება დამოკიდებული. ნუ ეცდებით ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარებას. მეტი დრო დაუთმეთ დეტალებს, რათა არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი წვრილმანები. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS