როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, საქმე ეხება პაატა თაბუკაშვილის მიერ გარყვნილი ქმედების ჩადენას 10 წლის ბავშვთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილი ქმედების ჩადენას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, პაატა თაბუკაშვილი, ბათუმის აეროპორტში, იმ დროს დააკავეს, როცა ის საქართველოს დატოვებას ცდილობდა.
თაბუკაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, საქმეში მას
თავად პაატა თაბუკაშვილის ყოფილი მეუღლის, ნათია სამხარაძის განცხადებით კი, ყოფილი ქმრის გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავება მისთვის მოულოდნელია. მისივე თქმით, თაბუკაშვილს ივნისში სასამართლომ 6 თვით შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.
„არაფერი ვიცი. თქვენი ზარის შემდეგ გახდა ჩემთვის ამ ფაქტის შესახებ ცნობილი, ვინაიდან საქართველოში არ ვიმყოფები. 5 წელია გაშორებულები ვართ, დაძაბული ურთიერთობა, სასამართლო დავა გვქონდა. ბოლოს, ერთმანეთს სასამართლოში შევხვდით ერთი, თუ ორი თვის წინ. მას შემდეგ პაატა არც მინახავს და არც სატელეფონო კავშირი მქონია. სასამართლომ ივნისში ჩემი და ჩემი მცირეწლოვანი შვილის მიმართ 6-თვიანი შემკავებელი ორდერი გამოუწერა, ვინაიდან ჩვენზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. ბავშვები ახლა ბებიასთან და ჩემ დასთან, საიმედო ხელში არიან. ამ თემასთან დკავშირებით, ჩვენს შორის დავა ვერ მოგვარდა, ვინაიდან უნდოდა, ბავშვები ჩემთვის ჩამოეშორებინა“, - აცხადებს სამხარაძე. გაგრძელება