ნანკას ტყუპისცალი ძმა ჰყავს - გიორგი კალატოზიშვილი, რომელიც ასოცირებული ტრენერია და სხვადასხვა კომპანიაში წარმატებით საქმიანობს.
თუმცა, არასოდეს დაწერილა მედიაში ნანკას უფროს დაზე - თინათინ რუხაძეზე, რომელსაც საზოგადოება როგორც წარმატებულ ქალსა და ფსიქოლოგს
„მყავს 6 წლით უფროსი და, თიკა რუხაძე, დედას იგი პირველი ქორწინებიდან შეეძინა. უსაზღვროდ ნიჭიერი და საქმიანი ქალია, ჩემს დისშვილებთან ვმეგობრობ. დედაჩემი ფსიქიატრია, ჩემი და - ფსიქოლოგი. ასე რომ, თუ ფსიქიკაში რამე „დამერღვა“, იმედი მაქვს, დედა და და მომხედავენ.“ - ამბობს ნანკა ერთ-ერთ ინტერვიუში.
თინათინ რუხაძე ფსიქოლოგი, ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის პროფესიონალი ქოუჩი და ტრენერია, ბიზნეს-ლიდერი და მენეჯერი 20-წლიანი გამოცდილებით. ამასთან, არის „გროუინის“ (GROWIN) თანადამფუძნებელი, „ეისითის“ (ACT) თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ბიზნესასოციაციის - „ქალები მომავლისთვის“ (Women For Tomorrow) - თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე.
თიკა, როგორც მას ოჯახის წევრები და მეგობრები მიმართავენ, სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას სხვადასხვა თემის გარშემო. რამდენიმე დღის წინ, ნანკასა და მისი ვაჟის ფოტოები გამოაქვეყნა და სტატუსი დაწერა:
„ვიცი, თავისიანები ყველას ელამაზება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს ორნი ობიექტურად ძალიან ლამაზები არიან. ნანკა, მე თქვენ მიყვარხართ.“