26 მარტი, 2014
სტრესი "სასარგებლოა" - ხანმოკლე ჩხუბი სახის ფერს აუმჯობესებს
უნდა გვახსოვდეს, რომ ძლიერი ემოცია ბევრ ადრენალინს წვავს და ამ დროს ადამიანი წონაში იკლებს სტრესი, თურმე, შეიძლება მარგებელიც კი იყოს. უარყოფითი ემოცია გვაფხიზლებს, სტიმულს გვაძლევს, უფრო მობილიზებულები ვხვდებით, ეს განსაკუთრებით ქალებს ეხება, რომელთა ცხოვრებაში სტრესი გაცილებით მეტია.

გადატანილი განცდა, ტკივილი ცხოვრებას სიმძაფრეს და აზრს მატებს, ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ადამიანებს უარყოფითი ემოცია ისევე სჭირდება, როგორც - დადებითი. სტრესის დროს სისხლში ადრენალინის დონეს მატულობს, რაც თავისთავად აძლიერებს მხედველობას, სმენას, გვეხმარება ყურადღების ცონცენტრაციაში.

ცხოვრებისეული მწვავე მომენტების ნაკლებობა კი
გულგრილობას, აპათიას, ან მომატებულ აგრესიას და ნერვულ დაავადებებსაც კი იწვევს. სარკეში ჩაიხედეთ და დარწმუნდებით, რომ ქმართან ხანმოკლე ჩხუბის შემდეგ თქვენი სახე უფრო მიმზიდველიც კი ხდება, რადგან მცირე სტრესი იმუნურ სისტემას აძლიერებს და სისხლის მიმოქცევას, სახის კანს, ფერს აუმჯობესებს, თუმცა, ამ დროს უფრო მაღალი წნევა გაქვთ..

ამიტომ ამ საქმით ზედმეტი გატაცებაც არ ვარგა, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. "ფსიქოლოგიური გახურება" ხანგრძლივი არ უნდა იყოს, თორემ.. უნდა გვახსოვდეს, რომ ძლიერი ემოცია ბევრ ადრენალინს წვავს და ამ დროს ადამიანი წონაში იკლებს.

ამიტომაც ამბობენ ადამიანები ხშირად: ყველაფერს ვჭამ, მაგრამ ნერვიულობისგან გავხდი; ეს მართლაც ყოველგვარ დიეტაზე ეფექტური საშუალებაა, თუმცა, სჯობს არა, ფსიქოლოგიური, არამედ, ფიზიკური გადაწვით გავიუმჯობესოთ ფიგურა: მეტი ვიმოძრაოთ, დილაობით ვირბინოთ და თუ არც ამის დრო გვაქვს, სახლის გენერალური დალაგება წამოვიწყოთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS