"დედაჩემი აბაშიძის ქალი, კახთაბაშიძეების შთამომავალი გახლდათ, მისი დიდი ბაბუა ნიკოლოზი კი, გიორგი მეცამეტის ცოლისძმა ყოფილა. ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ, ნიკოლოზი საბოლოოდ ამ სოფელში დასახლებულა, სადაც ნიკოლოზიაანთ უბანი დღემდე არსებობს.
მამაჩემმა, დავით ჭუმბურიძემ, 90-იან წლებში „ოქროს ფონდი“ დააარსა და ყველა ქართველს მოუწოდა, თავისი წვლილი შეეტანა
მანვე დააწესა გვარების შეკრების ტრადიცია და პირველად სწორედ ჭუმბურიძეების გვარი შეიკრიბა, საერთო თანხიდან ეხმარებოდნენ.
1994 წელს საბურთალოს ე.წ. კულინარიის ბიჭებმა დაგვაყაჩაღეს და მამა მოკლეს. ის სიკვდილის შემდეგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
პირველ რიგში, სწორედ ოჯახით ვამაყობ, რაც შეეხება პროფესიას, 90-იან წლებში წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მონიტორინგის სამსახურს ვხელმძღვანელობდი.
სამაჩაბლოში, ცხინვალში, ღამის საათებშიც კი შევსულვართ მოსახლეობის დასახმარებლად.
ეს მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში და მოქალაქეობრივი სიამაყის შეგრძნება მაქვს.
ზოგჯერ ჩემს შვილთან ერთად მივდიოდი, რადგან პატარა იყო და ვერავის ვუტოვებდი".
ჟურნალი „გზა“
ნინო ჯავახიშვილი