30 ივლისი, 2019
"ისეთ დროში გვიწევს ცხოვრება, რომ ეს დიაგნოზი განაჩენი არ უნდა იყოს"
ცნობილი მსახიობი გიორგი მახარაძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ სიმსივნეს ებრძოდა, "სოლიდარობის ფონდის" საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო. ვიდეო მიმართვაში გიორგიმ ამ რთული დიაგნოზის წინაშე საკუთარ გამოცდილებაზეც ისაუბრა და სხვა ადამიანების მხარდაჭერისკენ მოუწოდა საზოგადოებას.
"ისეთ დროში გვიწევს ცხოვრება, რომ ეს დიაგნოზი განაჩენი არ უნდა იყოს. პირადი გამოცდილებიდან ვაძლევ თავს ამის თქმის უფლებას. თავად უნდა დადგე ისე, რომ არ მიიღო ეს დიაგნოზი ცხოვრებისთვის წერტილის დასმად. როგორ ვთქვა, კარგი გამოცდა იყო-თქო, მაგრამ ამის შემდეგ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა - ამას
თამამად ვამბობ. აუცილებელია, რომ ამ დროს ადამიანები გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს არამარტო ფსიქოლოგიურად, არამედ ფინანსურად. სხვა გზა არ არის, რადგან რაც არ უნდა ძლიერი იყო, შეუძლებელია ამ დიაგნოზს ფინანსური დახმარების გარეშე გაუმკლავდე. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ და ბევრს დავუდგებით გვერდით, მითუმეტეს ბავშვებს, ვისთვისაც ბევრად უფრო რთულია ამ ყველაფრის გადატანა, თუმცა, არა შეუძლებელი", - განაცხადა გიორგი მახარაძემ.
"სოლიდარობის ფონდი" 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეიქმნა, რომლის მიზანსაც 22 წლამდე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვისა და ახალგაზრდის დახმარება წარმოადგენს.
ფონდის ხელმძღვანელის, ია მაქაცარიას თქმით, ამ დრომდე 600-ზე მეტი ბენეფიციარი დააფინანსეს. "ფონდის შემოსავალი 16 მილიონ ლარზე მეტია,
თუმცა ეს არ არის საკმარისი, გავწვდეთ იმ ნაკადს, რომელიც ჩვენ მოგვმართავს. ამიტომ ვაწყობთ ღონისძიებებს, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ ამ ფონდის არსებობის აუცილებლობას, რათა ბავშვების სიცოცხლე გადავარჩინოთ" - განაცხადა მაქაცარიამ გადაცემა "პირადი ექიმის" ეთერში. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS