24 მარტი, 2014
სასიძოს გამოცდის სასტიკი ტრადიციები
ისტორიული საზომებით თუ განვსაზღვრავთ, უფრო დაუჯერებელი ტრადიციები არც ისე დიდი ხნის წინ არსებობდა ჯიბუტელ დანაკილებში თუ არ გინდათ, რომ მომავალმა სიმამრმა თავში ჯოხი გთხლიშოთ ან ქორწინების წინ მთელი ღამე უძირო უფსკრულის კიდეში მდგარმა გაატაროთ, მაშინ საცოლეს ნუ მოძებნით სამხრეთის ეგზოტიკურ ქვეყნებში, სადაც დღემდეა შემორჩენილი სასიძოს გამოცდის სასტიკი ტრადიციები.

ყველამ იცის, რომ უკბილობა, განსაკუთრებით წინა კბილების არქონა, ადამიანს ამახინჯებს, მაგრამ ავსტრალიელი აბორიგენების ზოგიერთ ტომში გავრცელებული წესის მიხედვით, საქმროს ერთ-ორ წინა კბილს უღებენ... მხოლოდ ამის შემდეგ მიიჩნევენ
მას ნამდვილ მამაკაცად და შეუძლია თავის რჩეულთან სქესობრივი კავშირი დაამყაროს.

ისტორიული საზომებით თუ განვსაზღვრავთ, უფრო დაუჯერებელი ტრადიციები არც ისე დიდი ხნის წინ არსებობდა ჯიბუტელ დანაკილებში, სადაც რჩეულთან მიახლოება არ შეიძლებოდა ყელსაბამის გარეშე, რომელიც დამზადებული იყო... არც მეტი არც ნაკლები გამომშრალი ფალოსისგან.

ამ ტომში ამის მიხედვით აფასებდნენ ვაჟკაცობას, ღონესა და ქორწინებისთვის მზადყოფნას. ამ უჩვეულო ნაალაფარს ტყვეებისგან და მოკლული მტრებისგან მოიპოვებდნენ. რა თქმა უნდა, ცივილიზაციასთან ერთად ბარბაროსულმა ადათმა საგრძნობი ცვლილება განიცადა. ნამდვილი ფალოსი იმიტირებულით ან მისი გამოსახულებით შეცვალეს.

სხვათა შორის, ყველაზე თავზეხელაღებული საქმროები ჰებრიდის ერთ-ერთ კუნძულზე ცხოვრობენ. აქ სასიძოს არ სჭირდება არც ლეოპარდთან და არც თანატომელთან შებრძოლება, მაგრამ საქორწინო გამოცდა არანაკლებ რთულია. ქორწილის წინ საქმრო უნდა დადგეს მაღალ კლდეზე - ქვემოთ უფსკრულია, რომლის ფსკერზეც წვეტიანი ქვები და აღელვებული ოკეანის ტალღებია. საკმარისია შეირხეს ან წამიერად ჩაეძინოს, რომ სასიძო სამუდამოდ გამოემშვიდობება თავის საცოლესაც და სიცოცხლესაც.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS