03 ივლისი, 2019
ვინ არის წვეულებების ორგანიზატორი, რომლის ნამუშევრებმა თბილისი აალაპარაკა - "ანუკის და კახის ქორწილის მზადება ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესი იყო"
ცოტა ხნის წინ, მთე­ლი თბი­ლი­სი აა­ლა­პა­რა­კა ქა­ლა­ქის მე­რის, კახი კა­ლა­ძის და მისი დი­ზა­ი­ნე­რი მე­უღ­ლის, ანუ­კი არე­ში­ძის ქორ­წილ­მა. წყვილ­მა 11-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ჯვა­რი და­ი­წე­რა და ორი­გი­ნა­ლუ­რი წვე­უ­ლე­ბა კა­ხეთ­ში მო­ა­წყო. ქორ­წი­ლი, რომ­ლის დე­კო­რა­ცი­ა­ზეც ძა­ლი­ან ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ, დი­ზა­ი­ნერ ანი პირ­ვე­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია.

ქორ­წი­ლე­ბის ვებ-კა­ტა­ლო­გი Wedder.ge აღ­ნიშ­ნუ­ლი წვე­უ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტორს ესა­უბ­რა. რო­გორც ანი ამ­ბობს, პრო­ფე­სი­ით მარ­კე­ტო­ლო­გია, თუმ­ცა, დღეს მისი მთა­ვა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა სხვაა და საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი ცხოვ­რე­ბა საკ­მა­ოდ ფე­რა­დი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია:

"მარ­კე­ტო­ლო­გი ვარ და პრო­ფე­სი­ით ბევ­რი წელი ვმუ­შა­ობ­დი სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ა­ში. ერთ
დღეს კი, ჩემი პრო­ფე­სია, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რო­ბამ ჩა­ა­ნაც­ვლა.


Rating

მხო­ლოდ ქორ­წი­ნე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე არ ვმუ­შა­ობთ. უამ­რა­ვი სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ფი­კის ღო­ნის­ძი­ე­ბა გვაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. ბევ­რი წლის წინ, ცოტა ხუმ­რო­ბით და გარ­თო­ბის მიზ­ნით, ჩა­ვერ­თეთ მე და ჩემი მე­გო­ბა­რი, დი­ზა­ი­ნე­რი ჯაბა დი­ა­სა­მი­ძე.

16 წლის ვი­ყა­ვით, როცა პა­რი­ზი­დან ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ მე­გო­ბა­რი DJ და იმ დრო­ის­თვის საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მოგ­ვი­ვი­და. შემ­დეგ­ში ჯა­ბას ჩვე­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას ვა­კე­თებ­დით ერ­თობ­ლი­ვად.

Rating

სე­რი­ო­ზუ­ლად და პრო­ფე­სი­უ­ლად ამ საქ­მე­ში ჩა­ვერ­თე, რო­დე­საც ჩემა მე­გობ­რებ­მა კახი ჟორ­და­ნი­ამ და ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვილ­მა (მაკა ასა­თი­ა­ნის ვაჟი და რძა­ლია) მათი ქორ­წი­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა მთხო­ვეს, რო­მე­ლიც შატო მუხ­რან­ში გა­ი­მარ­თა. მას შემ­დეგ, 3 წე­ლია, სე­რი­ო­ზუ­ლად ვმუ­შა­ობ ამ სფე­რო­ში და ვფიქ­რობ, რომ ეს ზუს­ტად ის საქ­მეა, რისი კე­თე­ბაც მინ­და.

არას­დროს არის მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი, იმი­ტომ რომ ყო­ვე­ლი ახა­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, ახა­ლი ის­ტო­რიაა და ეს საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოა.


- ბევ­რის­თვის აღ­მო­ჩე­ნა გახ­დით ანუ­კი არე­ში­ძი­სა და კახა კა­ლა­ძის ქორ­წი­ლით, რო­მე­ლიც იდე­ა­ლურ ფე­რებ­ში და ელე­მენ­ტებ­ში იყო გა­და­წყვე­ტი­ლი. რო­გო­რი იყო ამ ქორ­წი­ლის სამ­ზა­დი­სი და რა ურ­თი­ერ­თო­ბა გა­კავ­ში­რებთ წყვილ­თან?


- ამ ქორ­წი­ლის მზა­დე­ბა ჩემ­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სი იყო, იმ თვალ­საზ­რი­სი­თაც, რომ მათ­გან 100%-იანი ნდო­ბა იყო ჩემს მი­მართ, რაც ვფიქ­რობ ყვე­ლა­ზე ადეკ­ვა­ტუ­რი მიდ­გო­მაა დამ­კვე­თის მხრი­დან. ანუ­კის­თან დიდი ხნის ურ­თი­ერ­თო­ბა მა­კავ­ში­რებს და მას ყო­ველ­თვის მოს­წონ­და ის, რა­საც ვა­კე­თებ­დი. ალ­ბათ ამი­ტო­მაც გა­და­წყვი­ტეს, ჩემ­თვის მო­ენ­დოთ მათ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღის შექ­მნა.

მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს მათ­თან, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ მათი მიდ­გო­მე­ბით, ყვე­ლა სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბით წა­ი­კი­თხეთ ვრცლად და ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნნნნნ
რას გადაგვაყოლეთ , შეწყვიტეთ, მეტი დასაწერი ვერაფერი ნახეთ.
14:04 / 31-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS