27 ივნისი, 2019
რას შევუხამოთ ზაფხულის ტრენდად ქცეული თეთრი კაბები?
ის ფაქტი, რომ თეთრი კაბა საუკეთესო მეგობარია ზაფხულში, ამაში ეჭვი არავის ეპარება.

ის იდეალურ კონტრასტს ქმნის რუჯთან და მომენტალურად ამაღლებს სადღესასწაულო განწყობას, მაშინაც კი თუკი მოწყენილ დღეს მოირგებთ.

მანამ, სანამ ყველა ჰაეროვან კაბებს ატარებს გაწყობილს არშიებით, თასმებითა და პრინტებით, „ბომონდი“ გირჩევთ ლაკონური, სადა თეთრი ვარიანტი მოირგოთ, რომელიც გამოიყურება საკმაოდ მომგებიანად ნებისმიერ სიტუაციაში.
მეორე საკითხია, თუ რაზე მოვირგოთ?

პასუხის ძებნა მოდური ინსტაგრამერების გვერდებიდან გადავწყვიტეთ. სკანდინავიელი მოდელი და ბლოგერი პერნილ ტეისბეიკი თეთრ კაბას მასიურ ხელის სამაჯურებსა და
მიკრო ჩანთებს უხამებს ბრენდ „Bottega
Veneta"-სგან. ზოგიერთი მოდის მიმდევარი გოგონა თეთრი კაბის ზემოდან პასტელურ ჩალისფერ პულოვერს გვირჩევს, მოვირგოთ, ოქროსფერ ფეხსაცმელთან ერთად. ძალიან უხდება ე.წ. „სკოლის“ სანდლებს კარამელისფერი. რასთან ჩავიცვათ თეთრი კაბები კი მეტი თვალსაჩინოებისთვის ჩვენს ფოტოკოლაჟში იხილეთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS