უნდა ითქვას, რომ ისინი ბრაზდებიან, როდესაც ''დიდი და ჭკვიანი'' ადამიანები მათ ამ სახელებით მოიხსენიებენ. ''პატარა ადამიანები'', ეს ის სახელია, რომელიც მათ სიამოვნებთ...
ამ მინიატიურული არსებების შესახებ ოდითგანვე იყო ცნობილი. ნებისმიერ კონტინენტსა თუ კუნძულზე პატარა ადამიანებს ყოველთვის მისტიკური გარემო ერტყათ გარს.
ამჟამად ყველაფერი სხვაგვარადაა. თუმცა
ისე, ერთი მხრივ, ადამიანების დადანაშუალება იმაში, რომ ისინი პატარა ადამიანებს უფრო მეტად აკვირდებიან, ვიდრე ქუჩაში გამვლელ რიგით ადამიანს, ცოტა არ იყოს უსამართლოა. ბუნებრივია, რომ ლილიპუტი მეტ ცნობისმოყვარეობას აღძრავს.

აღსანიშნავია, რომ ლილიპუტი და ჯუჯა ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებაა და სხვადასხვა ფიზიკური ნაკლის განმსაზღვრელია. მაგალითად, ჯუჯებს, როგორც წესი, მოკლე კიდურები, პატარა ტანი და დიდი ზომის თავი აქვთ. ჯუჯებისგან განსხვავებით, ლილიპუტები საკმაოდ ჰარმონიული აგებულების არიან. მათ ხშირად ბავშვის სახე და ხმა აქვთ.
პატარა კაცუნების გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი ცირკის დასი. თუმცა ლილიპუტებისა და ჯუჯების ნახვა არა მარტო ცირკში, არამედ სხვა ნაკლებად მხიარულ ადგილებშიც შეიძლება.
ზოგიერთი მათგანი საკმაოდ წარმატებული ექიმიც კია. მაგალითად, ერთ-ერთი კანადელი ლილიპუტი ქირურგი თავის სფეროში წამყვან სპეციალისტად ითვლება, ის უკვე 14 წელია წარმატებულ ოპერაციებს ატარებს.
ასევე ითვლება, რომ სუსტი სქესის ლილიპუტები და ჯუჯები ყველაზე კარგი პედიატრები არიან. მეცნიერები საკმაოდ სერიოზულად ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ბავშვის გაგება პატარა- დიდს ბევრად უფრო უადვილდება.

ისე, რა საჭიროა ამდენი ლაპარაკი - პატარა ადამიანებს ყველაფერი თითქმის ისევე აქვთ, როგორც მათ დიდ თანამოძმეებს. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ლილიპუტი ბავშვები ყველაზე ხშირად ჩვეულებრივ ადამიანებს უჩნდებათ.
პატარა ტანის მიზეზი საკმაოდ ბევრია, თუმცა ყველაზე ხშირად ენდოკრინოლოგიური პათოლოგიის ბრალია. მაგალითად, სიმაღლის ჰორმონის დეფიციტი, რომელსაც ჰიპოფიზი გამოიმუშავებს. ასეთი ადამიანები თავიდან კარგად ვითარდებიან, თუმცა ასაკის მატების მიუხედავად, არ იზრდებიან და ბავშვებს ჰგვანან. თუმცა ზოგჯერ ჰიპოფიზი არაფერ შუაშია და ყველაფერი ადამიანის გენების ან სულაც X ქრომოსომის არარსებობის ბრალია.
ყველაზე ხშირად კი პატარა ტანის მიზეზი ძვლის სისტემაში იმალება. ასეთ დროს არ იზრდება პირველ რიგში კიდურები, ხოლო სხეულის ზოგიერთი ნაწილი, მაგალითად ყურები და ცხვირი დეფორმაციას განიცდის. სამწუხაროდ, მსგავსი დაავადებების მკურნალობის მეთოდები, რომლებიც გარანტირებულ შედეგებს მოიტანს, არ არსებობს...
ყველაზე პატარა ტანის ადამიანად ინდოელი გულ მოჰამედი ითვლებოდა, რომლის სიმაღლეც 57 სანტიმეტრი იყო და სულ 17 კილოგრამს იწონიდა. აღსანიშნავია, რომ მისი ოჯახის წევრებს ნორმალური სიმაღლე აქვთ. მსოფლიოს ყველზე ტანმორჩილი ადამიანი 2002 წელს გარდაიცვალა.

ლილიპუტებით ჰოლივუდიც საკმაოდ განებივრებულია. ყველაზე პატარა მსახიობად მიჩ მეზაროსი ითვლება. ის 20 ფილმშია გადაღებული და სოლიდურ ჰონორარებს იღებს, მისი როლების რაოდენობა ბევრ ნორმალურ მსახიობს შეშურდება.
''ჰოლივუდელ ჯუჯათა'' თაობას განეკუთვნება ვერნ ტროიერი. ვერნმა ''ოსტინ პაუერს 2''-ში ითამაშა და მეორე დღეს პოპულარულმა გაიღვიძა. ბატონი ტროიერი 33 წლისაა და სულ 82 სანტიმეტრია, თუმცა, ამის მიუხედავად, ბევრად მეტ ფულს შოულობს, ვიდრე რამდენიმე ჭარბწონიანი ადამიანი ერთად. ტროიერი საკუთარ თავს იმის უფლებასაც აძლევს, რომ არა ყველა სცენარს, არამედ მხოლოდ მისთვის შესაფერისებს დათანხმდეს.
თუმცა, სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები იშვიათობაა. პატარა ადამიანების დიდი ნაწილი საარსებო მინიმუმისთვის იბრძვის. ამჟამად ცოცხალ ლილიპუტებს შორის ყველაზე პატარა ტანის მქონედ დომინიკელი ნელსონ დე ლა როსი ითვლება. იგი მეზობლებსა და მათ შვილებს ძალიან უყვართ, თუმცა მხოლოდ ამის გამო მას ფულს არავინ აძლევს.
ამიტომ იგი ყოველ საღამოს ადგილობრივ კაბარეში მიდის. რამდენიმე ნომერი აქვს და მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ არც მსურველებთან ერთად ფოტოკამერების წინ პოზირებაზე ამბობს უარს...