სერიალის გამოსვლის შემდეგ, ინტერესი ჩერნობილის მიმართ გაიზარდა. "როიტერის" ცნობით, ხალხი ჩერნობილში სურათების გადასაღებად ჩადის, ზაფხულში კი ტურისტების 40 %-ით ზრდას ვარაუდობენ.

შეიძლება ითქვას, ჩერნობილში გადაღებული ფოტოები ინსტაგრამის ახალი ტრენდი გახდა. სერიალის ერთ-ერთმა შემქმნელმა კრეგ მაზინიმ ინსტაგრამ-ტრენდთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: შესანიშნავია #ChernobylHBO-ის შემდეგ, ხალხს დიდი ინტერესი გაუჩნდათ ჩერნობილის მიმართ, მაგრამ მინდა, მათ ვუთხრა, როდ
ჩერნობილში კატასტროფა 1986 წლის 26 აპრილს დატრიალდა. ბირთვული აფეთქების შედეგად, რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.