12 ივნისი, 2019
გაიცანით პრინცები, რომლებსაც საცოლეები ჯერ არ შეურჩევიათ - იქნებ მომავალი პრინცესა ხარ!
დიახ, ისინი ნამდვილები არიან და თანამედროვეობასაც შესანიშნავად ერგებიან. სამივეს გარშემო ყოველთვის უამრავი ჭორია, თუმცა, ჯერჯერობით ვერც ერთი მათგანის გული ვერ მოიპოვეს ქალბატონებმა. ჯერ ისევ უცოლოდ არიან და წარმოიდგინეთ, მათთან ყოფნას რამდენი ქალი ნატრობს. როგორც ჩანს, მათ ცოლის მოყვანას არავინ აძალებს და უფლება აქვთ აირჩიონ ის, ვინც მთელი გულით შეუყვარდებათ და ამავდროულად, ღირსეულიც იქნება. არ გამკვირვებია ის ფაქტი, რომ მათ "ინსტაგრამზე" ასეთ კომენტარებს წავაწყდი: "შენ ჩემი ფანტაზიიდან ხარ", "პრინცი ამაზე ნაკლები არ უნდა იყოს" და ა.შ...
მაშ ასე, ვიწყებთ.

პრინცი ფილიპოსი (საბერძნეთი) - სამეფო ოჯახის მომხიბლავი წარმომადგენელი აპრილში 33 წლის გახდა. როგორც ამბობენ, უშუალო და მეგობრულია. დიდ დროს ატარებს საყვარელი ადამიანების გარემოცვაში და ოჯახის წევრებს ძალიან აფასებს. ღირსეულად იქცევა და ოჯახთან ერთად სხვადასხვა სახის აუცილებელ აქტივობებს ყოველთვის უერთდება, რაც მისი მოვალეობაცაა. ფილიპოსი საკმაოდ თავშეკავებულია და მისი ინტერესების შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. მხოლოდ იმაზე მსჯელობენ, რომ ნაკითხი და მხიარული პიროვნებაა. ყოველთვის აკურატულად აცვია და როგორც ხედავთ, სამეფო სამოსიც ძალიან უხდება.


პრინცი აბდულ მეტინ ბოლჰიაკი (ბრუნეი) - ალბათ დაგვეთანხმებით, რომ პრინცი იდეალურ ფორმაშია. ის ხშირად ვარჯიშობს და ჯომარდობითაცაა დაინტერესებული. ცხადია, აუცილებელ პროცედურებს თავს არ არიდებს და სამიტებსაც ესწრება ხოლმე. ამჟამად 27 წლისაა და უამრავი გეგმა აქვს. მის ინტერესებში ჰოკეიც შედის და ამ ყოველივეს საკმაოდ წარმატებულად ართმევს თავს. პრინცი "ინსტაგრამზე" საკმაოდ აქტიურია. მას 1,1 მილიონი მიმდევარი ჰყავს. ჩამონათვალი აქ არ წყდება. მას უყვარს კრივი, ფეხბურთი, ჯირითი და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS