09 ივნისი, 2019
თვისებები, რომელიც კარგ მამაკაცს აუცილებლად უნდა ჰქონდეს
ძალიან კარგი ბიჭის 27 თვისება

1. კარგად და გონივრულად ხუმრობს.

2. თუ მოგშივდა, თავად შეგიწვავს კვერცხს.

3. ყოველთვის ამჩნევს შენს ახალ ტანსაცმელს, სუნამოსა და ვარცხნილობას.

4. მასთან ერთად არ ნერვიულობ, როგორ მიხვალ სახლში, თუ სტუმრად შეგაგვიანდა.

5. ენის წკლაპუნით არ აყოლებს თვალს სექსუალურ ქალბატონს.

6. მის გვერდით შენ სულაც არ ხარ სულელი, ანუ ის არ გაკომპლექსებს თავისი ინტელექტით.

7. პატივს სცემს შენს აზრს.

8. სვამს ცოტას, პრაქტიკულად არ ეწევა.

9. თუ
დაგაგვიანდა გეკითხება, რა მოხდა და არა სად იყავი?

10. ყოველთვის აქვს დრო, დაგეხმაროს მართვის მოწმობის თეორიის მომზადებაში ან გაგარკვიოს ინტერნეტ-სივრცეში.

11. თუ შენ შუაღამეს ურეკავ, არ მოგამთქნარებს ყურმილში და ყურადღებით მოგისმენს.

12. თუ ეუხეშე, დუმილით გიპასუხებს.

13. შენს შინაურ ცხოველს მისი არ ეშინია.

14, არ უყვარს ხაში.

15. თუ გულში დარდი გაქვს, საკუთარ მკერდზე მოგაოხებინებს გულს.

16. მყისიერად პასუხობს შეტყობინებაზე.

17. ყოველთვის იცის, რით გაგახაროს.

18. თუ რაიმე დიდი ნივთი გაქვს გადასაადგილებელი, შემოგთავაზებს თავის მანქანას.

19. შეუძლია უქმე დღეების კარგად დაგეგმვა და არასოდეს გკითხავს, სად წავიდეთ?

20. მას კარგად ესმის შენი "არა", ეს მართლა "არაა" თუ "კი".

21. თუ სახლში რამე გატყდა, უმალ იპოვის ჩაქუჩს, ქანჩს და შეაკეთებს.

22. პრაქტიკულად თუ არა, თეორიულად მაინც იცის მწვადის შეწვა.

23. არ უხირდება მიმტანებს და კლუბის დაცვას.

24. მანქანაში მომზადებული აქვს დისკი, შენი საყვარელი კომპოზიციებით.

25. ესმის, რომ შენთვის მოტეხილი ფრჩხილი კატასტროფაა.

26. დილით უპრობლემოდ მოგიდუღებს ყავას.

27. არც თუ ისე მაღალია, მაგრამ არ აკომპლექსებს შენი ქუსლიანი ფეხსაცმელი.

28. არ "თაგვაობს" ინტერნეტში. 

ფრაგმენტი ლალი მოროშკინას ბესტსელერიდან "ყველა კაცი იდიოტი არ არის, ანუ როგორ გავთხოვდეთ"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ალამარია
ანუ ეს ყველაფერი ჩვენი ირაკლი მაქაცარიაა ?:)))
19:02 / 11-06-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS