19 მარტი, 2014
ტრანსსექსუალების კოშმარული ცხოვრება
ისინი ცეკვავენ და კაბარეებში გამოდიან, ზოგიერთი მათგანი კი პროსტიტუციას ეწევა ისინი ბავშვობიდანვე თავს საწინააღმდეგო სქესის ადამიანებად მიიჩნევენ. ამ ადამიანებს დისკომფორტს უქმნის ურთიერთწინააღმდეგობა, რომელიც მათ რეალურ პიროვნებასა და გარკვეულ ფირმას შორის არსებობს. მაშ, როგორ ცხოვრობენ ტრანსექსუალი ადამიანები?

ტიალანდში ასეთ ადამიანებს კატოის უწოდებენ. ევროპელებისთვის კი ისინი უბრალოდ ''ლედიბოის'' არიან. ისინი, რომ ''მესამე სქესის'' ადამიანები არიან ბავშვობიდანვე იციან. ასეთი მოზარდებისთვის ჰორმონალური პრეპარატებიც კი ხელმისაწვდომია: ტიალანდში სქესობრივი ჰორმონები თავისუფლად იყიდება.

კატოიები ჩვეულებრივ ქალის სამუშაოს ასრულებენ: ისინი მაღაზიაში, ყავახანებში, რესტორნებსა
და სილამაზის სალონებში მუშაობენ. ბევრი მათგანი გართობის ინდუსტრიაშიცაა დასაქმებული: ისინი ცეკვავენ და კაბარეებში გამოდიან, ზოგიერთი მათგანი კი პროსტიტუციას ეწევა.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ კატოი ტაილანდში ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელმაც ქვეყნის კულტურაშიც კი მტკიცედ მოიკიდა ფეხი: მათ რიცხვს მიეკუთვნებიან საკმაოდ პოპულარული მოდელები, მომღერლები და კინომსახიობები, ხოლო ადგილობრივი პრესა არცთუ იშვიათად ბეჭდავს ამა თუ იმ კატოის კონკურსში გამარჯვებულ ''ლამაზმანს''.

Rating

თუმცა საბოლოოდ ასეთი ადამიანების ცხოვრება ადვილი მაინც არ არის: საზოგადოება მათ აგდებულად უყურებს, რის გამოც კატოებში თვითმკვლელობა საკმაოდ ხშირი მოვლენაა.
თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომელთაც მეტად გაუმართლათ. მაგალითად, ამანდა ლეპორი… თუმცა კეთილდღეობის, პოპულარობის, სიკაშკაშისა და მომხიბვლელობის მიუხედავად, არც ამ ქალბატონის ცხოვრებაა ბედნიერი.

''იმ დროიდან, რაც საკუთარი თავი მახსოვს, გოგონა ვიყავი. ვერაფრით ვხვდებოდი, მშობლები ბიჭურად რატომ მაცმევდნენ. ვფიქრობდი, რომ ისინი შეშლილები იყვნენ. ისე, დედაჩემი შიზოფრენიით იყო დაავადებული და ხშირად სამკურნალო დაწესებულებებში რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭურად ვიყავი შემოსილი, ყველა გოგონად აღმიქვამდა. სკოლაში მძიმე პერიოდი გამოვიარე, მართალია, ბიჭები არ მცემდნენ, თუმცა ჩემს ჩაცმულობასა და მანერებზე ყველა იცინოდა. თავიდანვე ვიცოდი, რომ ბიჭები მომწონდა, თუმცა ქალური სასქესო ორგანოები არ მქონდა.

საცდელად რამდენიმე გეიკლუბში წავედი, თუმცა იქ ბიჭები ჩემით არ დაინტერესდნენ. ჩვეულებრივ ბარში კი მამაკაცებს ვეღარ ვიშორებდი. ერთ მშვენიერ დღესაც მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და რამდენიმე ძვირფასი სამკაული ჰორმონალურ პრეპარატებზე გადავცვალე. როდესაც წამლების მიღებიდან ერთ თვეში მკერდმა დაიწყო გაზრდა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არავინ მეგულებოდა''…

მსგავს ''გაუგებრობაში'' ბევრი ''მესამე სქესის'' ადამიანია მოხვედრილი. ზოგიერთ მათგანს მეტად გაუმართლა და მათ თავიანთი სქესობრივი დარღვევის არა თუ რცხვენიათ, არამედ ამაყობენ. შეცვლილმა გარეგნობამ მათ პოპულარობა მოუტანა. სხვებისთვის კი საწინააღმდეგო სქესისადმი მიკუთვნების სურვილი მხოლოდ და მხოლოდ სურვილად რჩება და ისინი იძულებული არიან, თავიანთი რეალური პიროვნება საკუთარ თავშივე ჩაკლან…

ინდოეთში მათ ხიჯრებს უწოდებენ. ჯერჯერობით არ არსებობს მონაცემები მათი ზუსტი რაოდენობის შესახებ. სხვადასხვა სტატისტიკის თანახმად, მათი რაოდენობა 500 ათასიდან 5 მილიონამდე მერყეობს. ხშირად ხიჯრებს საჭურისებადაც მოიხსენიებენ, თუმცა არავინ იცის მათ შორის რეალურად რამდენია დასაჭურისებული.

მაგალითად, ბიჭუნა სონიმ ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ ისეთი არ არის, როგორც სხვები. იგი თავიდანვე გრძნობდა, რომ ბიჭუნები უფრო მოსწონდა, ვიდრე გოგონები და ქალის ტანსაცმელში სიარულიც ერჩია. მოგვიანებით იგი სახლიდან გაიქცა, რათა ოჯახი გარდაუვალი სირცხვილისგან ეხსნა და ისე ეცხოვრა, როგორც თავად სურდა.
დღის განმავლობაში ხიჯრები ტრადიციულად მათხოვრობენ, ხოლო საღამოს პროსტიტუციით არიან დაკავებულნი. როგორც წესი, ისეთებს, როგორიც სონია, კასტრაციას გურუ უკეთებს: ''ჩვენ არ შეგვიძლია ქალის ან კაცის ცხოვრებით ცხოვრება, ამიტომ ვცხოვრობთ როგორც მესამე სქესის წარმომადგენლები'', - ამბობენ ხიჯრები.

Rating

ერთი მხრივ, ასეთი ადამიანების მიმართ მოსახლეობა დაუფარავ ზიზღს გამოხატავს, მეორე მხრივ კი, მათი ეშინიათ, რადგან მიიჩნევენ, რომ მათში ქალისა და მამაკაცის ენერგიაა გაერთიანებული. თვითგადარჩენის მიზნით ხიჯრები კომუნებად და დიდ ოჯახებად ცხოვრობენ და კლიენტებსაც საერთო სახლში იღებენ. ხიჯრებს გურუ ხელმძღვანელობს, რომელიც მათი მასწავლებელი და ამავე დროს სუტენიორიცაა.

ხშირად ხიჯრები ქორწილებსა და ძეობებზე დაუპატიჟებლად მიდიან. იქ ისინი ცეკვავენ და მღერიან და სანაცვლოდ ''ბარხს'', ანუ ერთგვარ ანაზღაურებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხიჯრები წყევლა-კრულვით იმუქრებიან.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS