„მამამ გარდაცვლილი ბავშვი 21 მაისს, დილით, 05:00 საათზე, საბავშვო ეტლში იპოვა, მისი 16 წლის ცოლი კი სახლიდან იყო გაქცეული. როგორც ირკვევა, ტანსაცმელი გამოიცვალა, ოქროს ნივთები წაიღო და ისე მიიმალა. ბავშვის დედა პოლიციამ რამდენიმე საათის შემდეგ, თბილისში იპოვა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“
თავის მხრივ, როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბავშვის დედა დაკავებულია და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ბავშვის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.