20 მაისი, 2019
7 ჭეშმარიტება კაცების შესახებ, რომლებიც ქალებს ავიწყდებათ და ამის გამო სულ ცუდად არიან
ქალი და მამაკაცი - ორი განსხვავებული ინდივიდია თავისი ბუნებით. როდესაც ისინი ერთად ცხოვრობენ დიდი ხნის მანძილზე, გარკვეული პრობლემები იჩენს თავს. ხშირად ორივე ფიქრობს, რომ ერთმანეთს ვერ უგებენ.

წარმოგიდგენთ შვიდ რეკომენდაციას, რომლის შეხსენებაც თქვენთვის ურიგო არ იქნებოდა:

1. მამაკაცებს სჭირდებათ პირადი სივრცე

ჩვენ ყველას გვჭირდება პირადი სივრცე, მაგრამ მამაკაცებს განსაკუთრებით.
მაშ ასე, ქალბატონებო, თუ თქვენი პარტნიორი გამოგიტყდათ, რომ სურს დამატებითი სივრცე საკუთარი საქმეებისათვის, ჩემი დიდი თხოვნა იქნება, არ შეუშალოთ ხელი და არ შექმნათ ამისგან პრობლემა. ეს
სურვილი მამაკაცისთვის ძალიან ნორმალურია. სხვა შემთხვევაში, ის უბრალოდ ვერ იქნება კომფორტულად და ამის მიზეზი თქვენ იქნებით.

Image result for man alone gif

2. ნუ დაელოდებით, რომ ის პირველი გადადგამს ნაბიჯს და მოიფიქრებს საინტერესო იდეას
ყველა მამაკაცს არ შუძლია გადადგას პირველი ნაბიჯი, რაც უნდა ძალიან მოსწონდეს ქალი. მართალია, მათ ძლიერი სქესი ეწოდებათ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივა, ქალზე მეტად ნერვიულობენ მოსალოდნელ შეხვედრაზე. ამიტომ ეცადეთ, თუ ძალიან მოგწონთ, დაეხმაროთ მას, მიიღოს გადაწყვეტილება, გაბედოს და დაგპატიჟოთ რომანტიკულ შეხვედრაზე. მით უმეტეს, რომ თავდაჯერებულ ქალებს მამაკაცები აფასებენ.

Image result for the vampire diaries gif


3. კაცები ვერ იტანენ დრამას
კაცები ძალიან უბრალო არსებები არიან. მათ სურთ, იცხოვრონ მარტივად, რამე განსაკუთრებული სტრესის გარეშე. მათ შეუძლიათ მცირე დოზით აიტანონ დრამატული სიტუაცია, მოითმინონ მსგავსი გამოხტომები ქალისგან, რომელიც მოსწონთ, მაგრამ თუ რეგულარული ხასიათი მიეცემა ამ ყველაფერს, მამაკაცს შეუძლია მიატოვოს ასეთი ქალი, რაც უნდა ძალიან უყვარდეს იგი.

Image result for the vampire diaries gif

4. თუ მას სურს, რომ გიღალატოს, ის აუცილებლად გააკეთებს ამას
თქვენ შეიძლება იყოთ მის გვერდთ 24/7-ზე, აკონტროლოთ მისი ყველა მოქმედება, მაგრამ თუ გულში ჩაიდო ღალატი, ვერაფერი შეაჩერებს. თუ თქვენ გეგმავთ, შექმნათ მყარი ურთიერთობა, მაგრამ თქვენი რჩეული ბუნებით მოღალატეა, არაფერი დაგრჩენიათ, გარდა ორი არჩევანისა: ან ეგუებით მის ამ ხუშტურებს, ან ტოვებთ მას. განაგრძეთ კითხვა:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS