„რეიტინგის“ ყურადღება ნაძალადევის გამგებელმა, ახალგაზრდა ირაკლი ხელაძემ მიიპყრო. ის ნებისმიერ ოფიციალურ შეხვედრაზე ცდილობს, ეტიკეტით განსაზღვრულ ოფიციალურ სამოსს, ბოტასები ან სხვა დეტალი შეუხამოს.

სხვა თანატოლებისგან განსხვავებით, ის ოფიციალურ შეხვედრებზე კლასიკური ფეხსაცმლითა და პიჯაკებით დადის.

განსაკუთრებით თვალში მოსახვედრია მისი ბოტასები და ჯინსები, რომლებსაც მშვენივრად უხამებს ოფიციალურ სამოსს.
ირაკლი ხელაძე 31 წლისაა. ჟურნალისტებთან

სპორტი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რაც მის ინსტაგრამზეც ადვილად შესამჩნევია. ირაკლი ხელაძე პროფესიით ზოოტექნიკოსია, თუმცა, წარსულში ფეხბურთელი გახლდათ. იყო ნორჩი დინამოელი, თამაშობდა გაგრაში, თბილისის „თბილისში“, სიონში და გაგრაში, თუმცა, სკოლის დამთავრების შემდეგ ფეხბურთზე უარი თქვა.

როგორც მისი დეკლარაციიდან ირკვევა, ირაკლი ხელაძე დაოჯახებული არ არის, ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შეყვარებულიც არ ჰყავს.



